საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გაცვლითი სტუდენტები თსუ-ში

 

 

ისარგებლე გაცვლითი პროგრამით, ისწავლე თსუ-ში და მიიღე დაუვიწყარი გამოცდილება!

 

თსუ-ს გაცვლითი პროგრამები საშუალებას აძლევს უცხოელ სტუდენტებს გაატარონ ერთი ან ორი სემესტრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მიიღონ დაუვიწყარი გამოცდილება; თსუ-ში გატარებული სემესტრი, ერთი მხრივ, ახალი ცოდნის მიღების შესაძლებლობაა, ხოლო მეორე მხრივ, ქვეყნის ეროვნული და კულტურული თავისებურებების გაცნობის უნიკალური შანსია.

 

რატომ თსუ?

 

  • თსუ პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა კავკასიის რეგიონში. ის ერთადერთი უნივერსიტეტია რეგიონიდან, რომელიც რეგულარულად იკავებს ადგილს მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რანჟირებაში;
  • თსუ-ს 200-ზე მეტი საერთაშორისო პარტნიორი ჰყავს მსოფლიოს 56 ქვეყანაში, ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში იგი ახორციელებს 250-ზე მეტ პროექტს ევროკავშირის 26 ქვეყნის 106 უნივერსიტეტთან;
  • თსუ ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტია რეგიონში უცხოენოვანი სასწავლო პროგრამების ფართო არჩევანით; თსუ-ში ფუნქციონირებს 24 უცხოენოვანი აკრედიტებული სასწავლო პროგრამა;
  • თსუ-ში სტუდენტური ცხოვრება ძალიან დინამიური და მრავალფეროვანია და მოიცავს როგორც მდიდარ საგანმანათლებლო და კულტურულ, ასევე რეგულარულ სპორტულ აქტივობებს;
  • თსუ-ში ისწავლება 40-ზე მეტი უცხოური ენა;
  • ყველა უცხოელ გაცვლით სტუდენტს საშუალება აქვს დაეუფლოს ქართულ ენას.

 

 

დამატებითი ინფორმაცია უცხოელ გაცვლით სტუდენტებსა და პერსონალზე  შეგიძლიათ იხილოთ აქ

 

მნიშვნელოვანი თარიღები

 

გზამკვლევი უცხოელი გაცვლითი სტუდენტებისათვის

 

გზამკვლევი ადმინისტრაციული და აკადემიური მოკლევადიანი მობილობისათვის