საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შეფასების სისტემა 

 

უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტის შეფასების სისტემა წარმოადგენს განსაზღვრულ კრიტერიუმებსა და მათი გამოყენების წესების ერთობლიობას, რომლის მიხედვითაც ფასდება სტუდენტის აკადემიური მოსწრება. თითოეული სასწავლო კურსის/ კომპონენტის მაქსიმალური შეფასებაა 100 ქულა. დადებით შეფასებად ითვლება 51 და მეტი ქულის მოპოვება. შეფასების კრიტერიუმები, საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე, გაწერილია სასწავლო კურსების სილაბუსებში. სტუდენტს დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს მაშინ, თუ  გადალახავს უნივერსიტეტის მიერ დადგენილ შუალედური შეფასების მინიმალურ ზღვარს. შუალედურ/დასკვნით გამოცადზე გასვლა სავალდებულოა დადგენილ ვადებში. სტუდენტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, კომპონენტი ფასდება 0 ქულით. სტუდენტს უფლება აქვს გავიდეს დამატებით გამოცდაზე, თუ მას უგროვდება მაქსიმალური შფასების 41-50 ქულა. დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასება არის დასკვნითი შეფასება და აისახება საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტის საბოლოო შეფასებაში.

 

სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა კრედიტი, რომელც წარმოადგენს სტუდენტის დატვირთვის საზომი ერთეულს და მოიცავს საგნის შესწავლისათვის გამოყოფილ როგორც საკონტაქტო (სალექციო, ლაბორატორიული, პრაქტიკული და სასემინარო მეცადინეობები), ასევე დამოუკიდებელი მუშაობისათვის დახარჯულ დროს.

 

(1) სასწავლო კურსის ხანგრძლივობა

წ. = 1 აკადემიური წელი

1ს. = 1 სემესტრი

     

(2) საკრედიტო სისტემით შეფასება ხდება შემდეგი სქემით:

 

ნებისმიერ საგანში სტუდენტის საბოლოო შეფასება დამოკიდებულია იმ ქულათა ჯამზე, რომლებსაც ის დააგროვებს როგორც სხვადასხვა აქტივობაში ჩართულობით (ლექცია, სემინარი, პრაქტიკული მეცადინეობა, ლაბორატორიული სამუშაო), ასევე შუალედურ და ფინალურ გამოცდებში მიღებული ქულებით.

 

 

(3) კრედიტები:

1 აკადემიური წლის განმავლობაში სტუდენტს შეუძლია დააგროვოს მაქსიმუმ 65 კრედიტი (აქვე გასათვალისწინებელია, რომ ბოლო კურსზე მიღებული კრედიტების ჯამი არ უნდა აღემატებოდეს 70-ს).

კვალიფიკაცია:

  • პირველი საფეხური: საბაკალავრო პორგრამა –240 კრედიტი
  • მეორე საფხური: სამაგისტრო პორგრამა -120 კრედიტი
  • მესამე საფეხური: დოქტორანტურა –180 კრედიტი

 

(4) კრედიტი არ გაიცემა, თუ სტუდენტი კურსზე თავისუფალ მსმენელად დარეგისტრირდა.