საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

უცხოეთში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში დაგროვილი კრედიტების აღიარება

 

 

თსუ-ს პარტნიორ უნივერსიტეტში (უცხოეთის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში) გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სწავლის დასრულების შემდეგ, თსუ-ს გაცვლითმა სტუდენტმა დაგროვილი კრედიტების აღიარებისთვის უნდა გაიაროს შემდეგი პროცედურები:

 

  • გაცვლითი პროგრამის დასრულების შემდეგ, თსუ-ს პარტნიორი უნივერსიტეტი გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტის სახელზე გაცემს ნიშნების ამონაწერს. აღნიშნული დოკუმენტი სტუდენტს ეგზავნება საერთაშორისო ფოსტით/ან ელექტრონულად.
  • ნიშნების ამონაწერის მიღებისთანავე, სტუდენტმა განცხადებით უნდა მიმართოს თსუ-ში მშობლიური ფაკულტეტის დეკანს სტუდენტის სტატუსის აღდგენისა და უცხოეთის უსდ–ში დაგროვილი კრედიტების აღიარების მოთხოვნით. სტუდენტმა განცხადებას თან უნდა დაურთოს ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული ნიშნების ამონაწერი.
  • ფაკულტეტის დეკანის სახელზე განაცხადის გაკეთების პარალელურად, სტუდენტმა უნდა მიმართოს სსიპ „განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრს“ უცხოეთში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების აღიარების მოთხოვნით.

 

უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება

 

დეტალური ინფორმაცია:

 

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კრედიტების აღიარებისა და გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ 

 

უცხოეთში სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დაგროვებული კრედიტების აღიარების წესი