საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პერსონალის საერთაშორისო მობილობა

 

 

პერსონალის საერთაშორისო მობილობის პროგრამა უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია და წვლილი შეაქვს, როგორც დაწესებულების ორგანიზაციულ და სისტემურ განვითარებაში, ასევე კვლევისა და სწავლების ხარისხის ამაღლებაში.

თსუ მუდმივად ავითარებს თავის საერთაშორისო კონტაქტებს, რათა მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანი გახადოს საერთაშორისო მობილობის შესაძლებლობები და ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის შემდგომ განვითარებას, უცხოური უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგალითზე წარმატებული პრაქტიკის გაზიარებისა და მათი საერთაშორისო აკადემიურ/სამეცნიერო  საზოგადოებაში ინტეგრირების გზით.

 

თსუ-ს პერსონალის საერთაშორისო მობილობა ხორციელდება არაერთი პროექტისა და პროგრამის ფარგლებში, მათ შორის:

  • ორმხრივი ინსტიტუციური თანამშრომლობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული გაცვლითი პროგრამები;
  • ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus + (ICM) პროგრამები;
  • თურქეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული მევლანას გაცვლითი პროგრამები.

 

პერსონალის საერთშორისო მობილობის პროგრამით სარგებლობა შეუძლია უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს და ითვალისწინებს მოკლევადიანი მობილობის განხორციელებას პარტნიორ უცხოურ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, აკადემიური პერსონალის შემთხვევაში - სწავლების, ტრენინგის ჩატარების, კონფერენციაში მონაწილეობის მიზნით, ხოლო ადმინისტრაციული  პერსონალის შემთხვევაში - ინსტიტუციური კონტაქტების დამყარების ან/და გაღრმავების, პერსონალის საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობის, უცხოელი კოლეგების წარმატებული სამუშაო პრაქტიკის გაზიარების და სხვა წინასწარ განსაზღვრული მიზნით.

 

თსუ-ს მიერ ადმინისტრირებული გაცვლითი და მობილობის პროგრამების კონკურსზე დაშვების პირობები და მონაწილეობის წესები აკადემიური პერსონალისათვის

 

თსუ-ს მიერ ადმინისტრირებულ საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში თსუ-ს აკადემიური და ადმინისტრაციული პესონალის მონაწილეობისათვის განკუთვნილი კონკურსების ორგანიზების საფუძველი და შერჩევის წესი