საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

 

 

ERASMUS Mundus გარე თანამშრომლობის ფანჯარა

 

 

2007-2012 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მონაწილეობას იღებდა ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ პროექტებში, სახელწოდებით: ერაზმუს მუნდუსის გარე თანამშრომლობის ფანჯარა (EM ECW). უმაღლესი განათლების სფეროში თანამშრომლობისა და მობილობის მხარდამჭერი ზემოთ აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავდა ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესებას და მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარებით, განსხვავებული კულტურის მქონე ერებს შორის დიალოგისა და ურთიერთგაგების მხარდაჭერას. ამასთანავე, აღნიშნული პროექტი ხელს უწყობდა მესამე ქვეყნების მაღლესი განათლების დაწესებულებების საერთაშორისო თანამშრომლობის პოტენციალის გაფართოებას და მათში დასაქმებული ადამიანური რესურსების პროფესიულ განვითარებას, მესამე ქვეყნებსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის მობილობის შესაძლებლობების უზრუნველყოფით.

პროექტი EM ECW ლოტი 5  უზრუნველყოფდა საჯარო და არასაჯარო სექტორის უმაღლესი საგანმანალებლო ინსტიტუციების სტუდენტების (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა), მკვლევარების (დოქტორანტურა, პოსტ-დოქტორანტურა) და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას.

პროექტის სახელწოდება:                             ერაზმუს მუნდუსის გარე თანამშრომლობის ფანჯარა

                                                                       საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანისთვის

პროექტის რეგისტრაციის ნომერი:              132833-EM-1-2007-GR-ERA MUNDUS-ECW LOT 5

პროექტის ვადის გაგრძელების კოდი:        2009–1683/001–001 –ECW

პროექტის კოორდინატორი ინსტიტუცია:   ალექსანდრეს სახელობის თესალონიკის ტექნოლოგიური  ინსტიტუტი (საბერძნეთი)

ინსტიტუციონალური კოორდინატორი     

თსუ-ში:                                                          საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი

პროექტის ხანგრძლივობა:                            2007 წლის სექტემბერი - 2012 წლის აგვისტო

მობილობის ბენეფიციართა

ჯამური რაოდენობა:                                     290 პერსონა

პროექტის პარტნიორები:

 

ა) ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან:

ალექსანდრეს სახელობის თესალონიკის ტექნოლოგიური  ინსტიტუტი (საბერძნეთი), გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (ნიდერლანდები), ტუშას უნივერსიტეტი (იტალია), ანჟერის უნივერსიტეტი (საფრანგეთი), რეზეკნეს უნივერსიტეტი (ლატვია), ვიანა დე კასტელოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი (პორტუგალია), რუსეს უნივერსიტეტი (ბულგარეთი).

ბ) სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან:

სომხეთი - გუმრის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, სომხეთის სახელმწიფო ეკონომიკის უნივერსიტეტი, სომხეთის სახელმწიფო აგრალური უნივერსიტეტი, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გავარის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

აზერბაიჯანი - აზერბაიჯანის ტურიზმის ინსტიტუტი, განჯას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხაზარის უნივერსიტეტი.

საქართველო - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

 

პროექტის მიზანი:

  • ორ კონტინენტს შორის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის,  დოქტორანტურისა და პოსტ-დოქტორანტურის მკვლევარებისთვის,  აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის მობილობის შესაძლებლობების მინიჭება, რაც პროექტის დასრულების შემდეგაც ხელს შეუწყობს ბენეფიციარების აკადემიურ და კულტურულ განვითარებას;
  • მესამე ქვეყნების საჯარო და კერძო სექტორის საგანმანათლებლო ინსტიტუციების ხელმძღვანელებისთვის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის პარტნიორ ინსტიტუციებთან თანამშრომლობის გზით ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება ადმინისტრირების, კვლევებისა და სწავლების უნარების გაუმჯობესების მიზნით;
  • მესამე ქვეყნების ბენეფიციარებისთვის ტრენინგ-პროგრამების, სემინარების, საპროექტო სამუშაო პაკეტების, კვლევითი აქტივობების, საველე სამუშაოების, სტაჟირების, სასწავლო ვიზიტების, ევროპული ინსტიტუციების გამოცდილებისა და ტექნოლოგიებით სარგებლობის ხელმისაწვდომობა, მათი საგანმანათლებლო სისტემის გაუმჯობესებისა და  სოციალურ-ეკონომიკური გარემოს განვითარების მიზნით;
  • განათლების მიწოდება, ახალ ტექნოლოგიებზე წვდომის უზრუნველყოფა  და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტების მხარდაჭერა;
  • მესამე ქვეყნებისა და ევროპის ქვეყნების ბენეფიციარების მობილობის მხარდაჭერის გზით ცოდნისა და გამოცდილების ტრანსნაციონალურ დონეზე  გაზიარების წახალისება, ისევე როგორც ტრენინგების უზრუნველყოფის საშუალებით;
  • ბენეფიციარების ლინგვისტური უნარების გაუმჯობესება, მათთვის ინგლისურ ენაში ინტენსიური კურსების შეთავაზების გზით, ისევე როგორც პროექტის განმავლობაში ინგლისურენოვანი სწავლების უზრუნველყოფის საშუალებით;
  • მესამე ქვეყნების უნივერსიტეტებში ტრენინგ-პროგრამების საშუალებით ახალი ტექნოლოგიების გამოყენება-ინტეგრირებისა და ბოლონიის პროცესის მხარდაჭერა,  აკადემიური პერსონალის, პოსტდოქტორანტი მკვლევარების, დოქტორანტების, მაგისტრატურის სტუდენტებისთვის სათანადო სემინარების შეთავაზების გზით;
  • ორი კონტინენტის ქვეყნების საგანმანათლებლო ინსტიტუციებს შორის მყარი საგანმანათლებლო, კულტურული და ეკონომიკური კავშირების ჩამოყალიბება, აღნიშნული პროექტის ფარგლებში თანამშრომლობისა და დიალოგის მხარდაჭერის გზით, ისევე როგორც, ადგილობრივი მასპინძლებისგან სამეცნიერო განათლებისა და გამოცდილების გაზიარების საშუალებით;
  • ორივე სქესის წარმომადგენლებისთვის თანასწორი შესაძლებლობების მინიჭება, ასევე ბენეფიციარების შერჩევისას სოციალურად და ეკომომიკურად დაუცველი სტუდენტებისთვის, დევნილი და იძულებით გადაადგილებული პირებისთვის  პრიორიტეტის მინიჭება, რათა მათ შესაძლებლობა მიეცეთ ისარგებლონ აღნიშნული პროგრამით და გაიუმჯობესონ მომავალი;
  • მონაწილე ქვეყნების მკვლევარებს შორის პროფესიული ქსელის ჩამოყალიბება, რაც ხელს შეუწყობს ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებას, ისევე როგორც შეისწავლის ტრანსნაციონალური განათლების გამოწვევებს ევროკავშირისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის, რათა უზრუნველყოფილი იქნას  მონაწილე ქვეყნებს, უნივერსიტეტებს, ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის მდგრადობა;
  • ევროკავშირისა და სამხრეთ კავკასიის კერძო სექტორის ინსტიტუციებს შორის სამეწარმეო შესაძლებლობების მხარდაჭერა;
  • მესამე ქვეყნებში გრძელვადიანი მდგრადი განვითარებისა და ადგილობრივი ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესების წახალისება.

 

დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია ქვემოთ მითითებულ ბმულზე.