ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის ს/ს ინსტიტუტის ორგანიზებით იუნესკოს ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი პროგრამის ფარგლებში, 16-17 ნოემბერს გაიმართება სტუდენტთა რეგიონული კონფერენცია. კონფერენცია ეძღვნება ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის, აკადემიკოსის და საზოგადო მოღვაწის შალვა ხიდაშელის (1911-1991) დაბადებიდან 115 წლისთავს.
კონფერენციისთვის წარსადგენი მოხსენებების თემატიკა მოიცავს ფილოსოფიის, თეოლოგიის, რუსთველოლოგიის, მედიევისტიკის, ანთროპოლოგიის, კულტუროლოგიის, რელიგიის, ხელოვნების, ისტორიის, ფილოლოგიის სფეროებს.
იხილეთ პროგრამა.