იუნესკოს დადგენილებით, მთელ მსოფლიოში 2002 წლიდან ყოველწლიურად ტარდება „ფილოსოფიის დღე“. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის ს/ს ინსტიტუტი ტრადიციულად უერთდება ამ თარიღის. 16-17 ნოემბერს გაიმართება სტუდენტთა რეგიონული კონფერენცია. კონფერენცია ეძღვნება ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის, აკადემიკოსის და საზოგადო მოღვაწის შალვა ხიდაშელის (1911-1991) დაბადებიდან 115 წლისთავს. 12 ნოემბერს თსუ მუზეუმში (თსუ I კორპუსი, II სართული) გაიხსნება გამოფენა „შალვა ხიდაშელი 115’’.
კონფერენციისთვის წარსადგენი მოხსენებების თემატიკა მოიცავს ფილოსოფიის, თეოლოგიის, რუსთველოლოგიის, მედიევისტიკის, ანთროპოლოგიის, კულტუროლოგიის, რელიგიის, ხელოვნების, ისტორიის, ფილოლოგიის სფეროებს.