eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
თარიღი 2026-11-06
თარიღი 10:00 სთ
მისამართი ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, აუდიტორია 115

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე, 2026 წლის 6 ნოემბერს, გაიმართება მე-11 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: “გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“.

 

პლენარული სხდომა დაიწყება 6 ნოემბერს, 10:00 საათზე, თსუ I კორპუსის 115-ე აუდიტორიაში.

 

პლენარულ სხდომას გახსნის თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი მერაბ ხოხობაია, კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს თსუ რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია.

 

პლენარულ სხდომაზე მოხსენებით გამოვლენ:

 

იური ანანიაშვილი, პროფესორი,  ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფოუნივერსიტეტი, თემა: სტაციონარული დროითი მწკრივების ფაქტორული რეგრესიული მოდელის შეფასება ინოვაციების გამოყენებით

 

მაგდალენა შტიულბი, პროფესორი, დოქტორი კობლენცის (გერმანია) გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, თემა: კვალიფიკაციის დაქვეითებიდან კვალიფიკაციის ამაღლებამდე: როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი სამუშაო ძალის კვალიფიკაციას გლობალურ ეკონომიკაში

 

პლენარულის სხდომის შემდეგ მუშაობა გაგრძელდება სექციებში, რომელიც გაიმართება თსუ მე-10 (მაღლივ) კორპუსში.

 

იხილეთ პროგრამა. 

მსგავსი ღონისძიებები