eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
თარიღი 2026-10-21
თარიღი 10:30 სთ
მისამართი ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, მე-2 სართული სააქტო დარბაზის ფოიე.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი 21-22  ოქტომბერს გამართავს ინტერდისციპლინურ საერთაშორისო  სიმპოზიუმს „კულტურათა დიალოგი: საქართველო და გარე სამყარო (ლიტერატურული, კულტურული, ისტორიული და დიპლომატიური ურთიერთობები)“.

სიმპოზიუმი გაიხსნება 21 ოქტომბერს, 10.30 საათზე, თსუ სააქტო დარბაზის ფოიეში, ხოლო 12.00 საათზე თსუ-ს მუზეუმში გაიმართება სპეციალურად ამ  სიმპოზიუმისთვის შექმნილი გია გუგუშვილისა და ქეთი მატაბელის თემატური გამოფენა; ბოდლერი და ელიოტი: ორი ხედვა საუკუნეთა მიჯნაზე.

 

სხვა დამატებითი ინფორმაცია იხ. სიმპოზიუმის პროგრამასა და პოსტერში.

მსგავსი ღონისძიებები