ხუთშაბათი, 29-31 ოქტომბერი
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
29-31 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება 1-ლი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „კარტოგრაფია და თანამედროვრეობა“ (CAM2026). ღონისძიება ტარდება თსუ-სა და საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის ინიციატივით. მსგავსი კონფერენცია თსუ-ში პირველად ტარდება საერთაშორისო კარტოგრაფიული ასოციაციის ეგიდით და უშუალო მონაწილეობით.
სამეცნიერო ფორუმი ეძღვნება ცნობილი ქართველი თეორეტიკოსი კარტოგრაფის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ კორესპოდენტის, თსუ-ს კარტოგრაფია-გეოდეზიის კათედრის გამგის, ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორის, პროფ. ალექსანდრე ასლანიკაშვილის დაბადებიდან 110 წლის იუბილეს. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას ღებულობენ მსიფლიოს 10 ქვეყნის მეცნიერები (საქართველო, გერმანია, ჩეხეთის რესპუბლიკა, უკრაინა, სომხეთი, ბულგარეთი, ავსტრია, საფრანგეთი, ყაზახეთი, სლოვაკეთი). კონფერენციას ესწრებიან საერთაშორისო კარტოგრაფიული ასოციაციის პრეზიდენტი, პროფ. გეორგ გარტნერი (ავსტრია), ბრნოს მასარიკის უნივერსიტეტის პროფესორი, ICA-ს ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარე, მილან კონეჩნი. კონფერენციის პლენარული ნაწილის მუშაობაში მონაწილეობენ თსუ-ს რექტორი, აკად. ჯაბა სამუშია, პრორექტორები კახა ჭეიშვილი და ერეკლე ასტახიშვილი, თსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე, თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნირებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირ. პროფ. პეტრე ბაბილუა, თსუ-ს ასოცირ. პროფ. საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის პრეზიდენტი თენგიზ გორდეზიანი, ბულგარეთის კარტოგრაფიული ასოციაციის პრეზიდენტი, პროფ. ტემენუჟკა ბანდროვა, თსუ-ს საქართველოს გეოგრაფიისა და ლანდშაფტური დაგეგმარების კათედრის გამგე, პროფ. ნოდარ ელიზბარაშვილი. კონფერენციის ფარგლებში 2 დღის განმავლობაში იმუშავებს 8 დარგობრივი სექცია, სადაც წარმოდგენილი იქნება სამეცნიერო მოხსენებები თანამედროვე კარტოგრაფიის ძირითადი პრობლემატიკის შესახებ. მესამე დღეს კონფერენციის მონაწილეთათვის ჩატარდება გაცნობითი ექსკურსია ბოლნისის მუნიციპალიტეტში.