eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
თარიღი 2026-10-26
თარიღი 10:00 სთ
მისამართი ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, მარო მაყაშვილის სამკითხველო დარბაზი.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა აგრძელებს საბავშვო ღონისძიებების სერიას -  „უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა ბავშვებს“, რომლის ფარგლებში მოსწავლეებს ბიბლიოთეკაში მასპინძლობენ თანამედროვე საბავშვო მწერლები, პოეტები და მთარგმნელები, რომლებიც საუბრებენ ლიტერატურაზე, იმართება დისკუსიები. მოსწავლეებს, ასევე, აქვთ შესაძლებლობა დაათვალიერონ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, გაეცნონ მის ფონდებში დაცულ უნიკალურ, უძველეს ნაბეჭდ წიგნებს.

 

26 ოქტომბერს, 10:00 სთ-ზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა იწვევს 55-ე საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებს, რომელთაც უმასპინძლებს საბავშვო მწერალი და პოეტი გივი ჩიღვინაძე. იგი მოსწავლეებს წაუკითხავს თავისი შემოქმედებიდან ლექსებსა და მოთხრობებს.

 

ღონისძიების მთავარი მიზანია მოზარდებში წიგნისადმი სიყვარულის გაღრმავება და კითხვის პოპულარიზაცია.

 

მსგავსი ღონისძიებები