eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
თარიღი 2026-11-25
თარიღი 10:00 სთ
მისამართი ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, აუდიტორია 107

 25-27 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტი ატარებს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „თანამედროვე ტენდენციები ქიმიაში, ქიმიურ ტექნოლოგიებსა და მომიჯნავე დარგებში: მწვანე ენერგიის პერსპექტივები, ეკოლოგიური მდგრადობა, სურსათის უვნებლობა. 2026“, რომელიც ეძღვნება ინსტიტუტის დაარსებიდან 70 წელს და ხორციელდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით [გრანტის ნომერი ISE-26-286]. ღონისძიების თანაორგანიზატორია იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ღონისძიების მიზანია:  ქიმიური და მომიჯნავე დარგების სამეცნიერო სკოლების წარმომადგენელთა უახლესი ფუნდამენტური და ტექნოლოგიური კვლევების შედეგების და მიღწევების გაზიარება; კვლევების მეთოდოლოგიებისა და გამოცდილების საფუძველზე, შესაძლო ერთობლივი კვლევების დაგეგმვა; საპარტნიორო ურთიერთობების გაღრმავება რეგიონული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის ფარგლებში ინოვაციური ტექნოლოგიების შექმნის მიზნით; პოტენციური პარტნიორების მოძიება საწარმოო სექტორში და მათი დაინტერესება სამეცნიერო პროექტების დაფინანსების კუთხით.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ძირითადი თემებია: I. ნანოპროცესები და ნანოტექნოლოგიები; II. სასარგებლო წიაღისეულისა და მეორადი ნედლეულის გადამუშავების ფუნდამენტური და ტექნოლოგიური ასპექტები; III. მწვანე ქიმია; IV. სამეცნიერო ინოვაციების პოპულარიზაცია და კომერციალიზაცია; V. სურსათის ქიმია და ხარისხი; VI. STEM+P: მეცნიერება, ინოვაცია და პოლიტიკა, მეცნიერებისა და ინოვაციების საჯარო მართვა.

ღონისძიებაში მონაწილე მეცნიერების გეოგრაფიული არეალი ფართოა: იტალია, ბულგარეთი, გერმანია, პოლონეთი, უკრაინა, რუმინეთი, ყაზახეთი, სომეხეთი, უზბეკეთი, საფრანგეთი, აშშ, კანადა, აზერბაიჯანი და სხვ.; ღონისძიების მსვლელობაში აქტიურად იქნებიან ჩართული ადგილობრივი სტუდენტებიც. კონფერენციის ფორმატი ჰიბრიდულია: შეძაძლებელია, როგორც პირადად, ასევე, ონლაინ მონაწილეობა.

ინტერდისციპლინური კონფერენციის მუშაობაში უცხოელი მკვლევარების ჩართულობა მნიშვნელოვანია საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ქართველი მეცნიერების სამეცნიერო კვლევების ცნობადობის გაზრდისათვის; რაც, თავის მხრივ, სამომავლოდ, ერთობლივ კვლევებზე მუშაობის წინაპირობა იქნება.  

კონფერენციის ფარგლებში შექმნილი სამეცნიერო პროდუქტების (საერთაშორისო კონფერენციის თეზისების/მოხსენებათა კრებულის) ელექტრონული მასალები ინდექსირებული იქნება Google Scholar-ში. რიგი შერჩეული პუბლიკაციები, ჩვენი აზეირბაიჯანელი კოლეგების მხარდაჭერით, გამოიცემა SCOPUS-ში ინდექსირებულ ჟურნალში - “Chemical Problems” (ISSN:2221-8688).

2016 წელს თსუ-სა და ინსტიტუტის ხელმძღვანელობის ინიციატივით შესაძლებელი გახდა რ.აგლაძის სახელობის არორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დაარსებიდან 60 წლის იუბილის აღნიშვნა, კონფერენციით: "თანამედროვე კვლევები და მათი გამოყენების პერსპექტივები ქიმიაში, ქიმიურ ტექნოლოგიასა და მომიჯნავე დარგებში". საიუბილეო ღონისძიების თემატიკების აქტუალობამ კოლეგების (როგორც უცხოელი, ისე ადგილობრივი) დიდი დაინტერესება გამოიწვია, და წლევანდელი  კონფერენციაც, მეცნიერების დიდ სურვილს: მსგავსი სამეცნიერო შეხვედრა კვლავაც ჩატარდეს, - ეხმიანება.

დამატებითი ინფორმაცია კონფერენციის შესახებ ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: https://www.iice.ge/conference-2026

მსგავსი ღონისძიებები