eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
თარიღი 2026-07-10
თარიღი 12:00 სთ
მისამართი ი.  ჭავჭავაძის გამზირი N1. თსუ I კორპ. სააქტო დარბაზის ფოიე

ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  10 ივლისს აღნიშნავს მრავალი თაობის აღმზდელის, ღვაწლმოსილი მეცნიერის, საზოგადო მოღვაწის, დიპლომატისა და საერთაშორისო სამართლის ქართული სკოლის დამაარსებლის, აკადემიკოს ლევან ალექსიძის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს.

 

იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, საქართველოს მეცნიერების დამსახურებულმა მოღვაწემ, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატმა მეცნიერების დარგში, ღირსების, ბრწყინვალებისა და წმინდა გიორგის ორდენების კავალერმა, ივანე ჯავახიშვილის ფორუმის პრემიის ლაურეატმა, ქალაქ თბილისის საპატიო მოქალაქემ და საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლევან ალექსიძემ, მთელი თავისი ცხოვრება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაუკავშირა, მიუხედავად იმისა, თუ კიდევ სხვა რა საპასუხისმგებლო პოზიციებზე მუშაობდა ქვეყანაში თუ მის ფარგლებს გარეთ. იგი  სხვადასხვა დროს ორჯერ იკავებდა პრორექტორის თანამდებობას.

 

საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების პირველივე დღეებიდან, პროფესორ ლევან ალექსიძის ინიციატივითა და თაოსნობით, საფუძველი ჩაეყარა და განვითარდა საერთაშორისო სამართლის ქართული სკოლა — 1990 წლის სექტემბერში თსუ-ში დაარსდა საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, რომელმაც დასაბამი მისცა ამ დარგის ჩამოყალიბებასა და განვითარებას საქართველოში.

 

საზეიმო ღონისძიების ფარგლებში გაიმართება საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის მიერ მომზადებული პუბლიკაციის პრეზენტაცია, რომელშიც შევიდა სიცოხლის ბოლო წლებში ბატონი ლევანის მიერ მედიისთვის მიცემული ინტერვიუები;   ასევე, წარმოდგენილი იქნება ინსტიტუტის საქმიანობის ანგარიში.

მსგავსი ღონისძიებები