eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
თარიღი 2026-07-10
თარიღი 19:30 სთ
მისამართი ი.  ჭავჭავაძის გამზირი N1. თსუ V კორპ. აუდიტორია 309.

10 ივლისს, 19:30 საათზე, გელოდებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის V კორპუსში, დასაქმების ფრანკოფონულ ცენტრში (CEF), ორ ცნობილ ინფლუენსერთან შეხვედრაზე.

 

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, თარჯიმანი, მთარგმნელი, ბლოგერი, ესპანისტი, ლინგვისტი, ფრანგული ენის ინფლუენსერი — ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ მრავალფეროვანი პროფესიული გზისა, რომელიც მათ აქვთ გავლილი.

მობრძანდით, შეხვდით მათ პირადად და გაიგეთ:

რატომ ღირს უცხო ენების სწავლა;

როგორ შეიძლება ენებმა შეცვალოს თქვენი პროფესიული და პირადი ცხოვრება;

გელოდებით საინტერესო დიალოგზე, გამოცდილების გაზიარებასა და შთაგონებით სავსე საღამოზე!

მსგავსი ღონისძიებები