28 მაისს, 14.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გაიმართება გამოფენა „განათლების ისტორია საქართველოს დემოკრატიულ ისტორიაში“, რომელსაც უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, რექტორის მოადგილე კახაბერ ჭეიშვილი, პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელი ლევან წიქარიძე, საქართველოს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან.
გამოფენა „განათლების ისტორია საქართველოს დემოკრატიულ ისტორიაში“, რომელიც თსუ პროფესიული განათლების ცენტრის მიერ საქართველოს ეროვნულ არქივთან თანამშრომლობით მომზადდა, წარმოადგენს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში განხორციელებულ რეფორმებს, უნივერსიტეტის ისტორიასა და პროფესიული სწავლების მიმართულებით.