საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
თარიღი 2026-05-14
თარიღი 18:00 სთ
მისამართი Zoom

გიწვევთ იენჩინის აკადემიის (Yenching Academy of Peking  University)  საინფორმაციო  სესიაზე,  რომელიც გაიმართება 14 მაისს, თბილისის დროით 18:00 საათზე Zoom-ზე.

იენჩინის აკადემია არის სრულად დაფინანსებული საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა პეკინის უნივერსიტეტში (Peking University), რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ  ყველაზე  პრესტიჟულ  უნივერსიტეტად  ითვლება. პროგრამა აერთიანებს სტუდენტებს თითქმის 90 ქვეყნიდან და მოიცავს სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის:

პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობები

ეკონომიკა და მენეჯმენტი

სამართალი და საზოგადოება

ისტორია და არქეოლოგია

ფილოსოფია და რელიგია

ლიტერატურა და კულტურა

პროგრამა არის ორწლიანი და სრულად ფინანსდება. სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე.

მე ვარ იენჩინის აკადემიაში პირველი და ამ ეტაპზე ერთადერთი ქართველი სტუდენტი, ამიტომ განსაკუთრებით გამიხარდება მეტი ქართველი აპლიკანტის და ინტერესის ნახვა მომავალ წლებში.

სესიაზე საუბარი იქნება:

აპლიკაციის პროცესზე

სტიპენდიის დეტალებზე

აკადემიურ და სტუდენტურ ცხოვრებაზე

ჩინეთში ცხოვრებისა და სწავლის გამოცდილებაზე

რჩევებზე ძლიერი აპლიკაციისთვის

 თარიღი: 14 მაისი
 დრო: 18:00 (თბილისის დროით)
 Zoom Meeting ID: 468 551 1560
 Passcode: yca2026

 

ოფიციალური ბმულები:
Instagram @yenchingacademy

Linkedin

მსგავსი ღონისძიებები