საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
თარიღი 2026-05-05
თარიღი 18:00 სთ
მისამართი ი.  ჭავჭავაძის გამზირი N1. თსუ I კორპ. აუდიტორია 07.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური გაერთიანება „სხივი“ გიწვევთ დოკუმენტური ფილმის „ივანე ჯავახიშვილი“ ჩვენებაზე, რომელიც ეძღვნება საუკუნის მთავარი ქართველი მოაზროვნის, ისტორიკოსისა და საზოგადო მოღვაწის - ივანე ჯავახიშვილის - 150 წლის იუბილეს. 

 

რეჟისორები: ნინო გელოვანი, იზა თითბერიძე. სამხატვრო ხელმძღვანელი და დამდგმელი რეჟისორი: მერაბ კოკოჩაშვილი.

 

ნამუშევარი ივანე ჯავახიშვილს წარმოგვიდგენს არა მხოლოდ როგორც დიდ მეცნიერს, არამედ როგორც ეპოქის შემქმნელ ფიგურას - ადამიანს, რომელმაც ქართული სამეცნიერო სივრცე ახალ საფეხურზე აიყვანა და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ეროვნული იდენტობის განმტკიცებაში.

 

ფილმში გაერთიანებულია საარქივო მასალები, იშვიათი კადრები, უცნობი ისტორიები, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მისი ცხოვრების გზას - გვიჩვენებს იმ სირთულეებსა და წინააღმდეგობებს, რომელთა გადალახვაც ქართული მეცნიერების დიდ რეფორმატორს საკუთარი მიზნების მისაღწევად მოუწია. 5 მაისი 18:00 საათი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსი, აუდიტორია 07 დასწრება თავისუფალია.

მსგავსი ღონისძიებები