საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
თარიღი 2025-10-28
თარიღი 14:00 სთ
მისამართი ი. ჭავჭავაძის გამზ.N1. თსუ I კორპ. სააქტო დარბაზის ფოიე

28 ოქტომბერს,  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის, ასევე თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ორგანიზებით და დასაქმების სააგენტო HR.GE-ს მხარდაჭერით დასაქმების ფორუმი გაიმართება.

 

ფორუმის მიზანია თსუ აკადემიური პროგრამების, პროფესიული განათლების ცენტრის სტუდენტების და კურსდამთავრებულების დასაქმებისა და კარიერული განვითარების ხელშეწყობა. 

 

ფორუმში მონაწილეობას  მიიღებს რამდენიმე ათეული ქართული კომპანია, რომლებიც მონაწილეებს აკადემიური და პროფესიული პროგრამების შესაბამის, პროფილურ ვაკანსიებს შესთავაზებენ.

მსგავსი ღონისძიებები