საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
თარიღი 2025-06-20
თარიღი 10:00 სთ
მისამართი ი.  ჭავჭავაძის გამზირი N1. თსუ I კორპ. აუდიტორია 107.

20 ივნისს, 10.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის ორგანიზებით პროფესიული განათლების  II კონფერენცია ,,პროფესიული განათლება საქართველოში: შესაძლებლობები და გამოწვევები“  გაიმართება, რომელსაც რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, რექტორის მოადგილე კახაბერ ჭეიშვილი, თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელი ლევან წიქარიძე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, პროფესიული უნარების სააგენტოს და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები დაესწრებიან.

 

  კონფერენცია ყოველწლიურია და მისი მიზანია პროფესიული განათლების მნიშვნელობის, გამოწვევების, სიახლეების, კარიერული განვითარების შესაძლებლობების შესახებ მსჯელობა.

 

კონფერენციაში მონაწილეობენ პროფესიულ სტუდენტები და კურსდამთავრებულები, პროფესიული მასწავლებლები, ადმინისტრაციული პერსონალი სხვადასხვა პროფესიული განათლების სასწავლებლებიდან, ასევე პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. პროფესიული განათლების  II კონფერენციაზე 26 მოხსენებაა წარმოდგენილი.

 

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია თსუ პროფესიული სტუდენტის ელენე ნინო მაისურაძის ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

 

კონფერენციის მონაწილეთათვის ასევე იგეგმება  ექსკურსია კახეთში. ექსკურსიის ფარგლებში დაგეგმილია სტუმრობა ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლ  - გრემის კომპლექსში და საქველმოქმედო ვიზიტი სოციალურ საწარმოში ,,თემი“ სოფელ გრემში. 

 

თსუ-ში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები 2007 წლიდან  ხორციელდება. 2019 წლიდან კი პროფესიული პროგრამების ადმინისტრირებას თსუ პროფესიული განათლების ცენტრი უძღვება. დღეისთვის ცენტრი 16 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს თბილისსა და ქუთაისში, რომელზეც 400-მდე სტუდენტი სწავლობს.

 

მსგავსი ღონისძიებები