ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტი მართავს მასწავლებელთა XIII საუნივერსიტეტო კონფერენციას - ,,უნივერსიტეტი სკოლას - სკოლა უნივერსიტეტს“.
კონფერენციის მიზანია დარგში არსებული ცოდნისა და სიახლეების ურთიერთგაცვლის/გაზიარების ხელშეწყობა, გამოავლინოს სკოლებში სწავლების აღმზრდელობითი ფუნქციის რეალიზების საუკეთესო პრაქტიკები და შექმნას პედაგოგთა პროფესიული საზოგადოებისთვის მათი გაზიარების შესაძლებლობა. წლევანდელი კონფერენციის თემატიკაა ,,სწავლების აღმზრდელობით ფუნქციის რეალიზება სკოლაში“.