23 აპრილს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებლის, ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმრობს ქ. გორის მეცნიერებათა სკოლის IV და VII კლასის მოსწავლეები. ისინი ყვავილებით საპატიო პატივს მიაგებენ ივანე ჯავახიშვილის საფლავს; დაათვალიერებენ შოთა რუსთაველის სამკითხველო დარბაზსა და უნივერსიტეტის მუზეუმს.
მოსწავლეებს, ასევე, ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ ცენტრალური ბიბლიოთეკას, იხილონ მის ფონდებში დაცული უნიკალური, უძველესი ნაბეჭდი წიგნები, ნახონ წიგნის რესტავრაციის პროცესი. ისინი წარმოადგენენ პრეზენტაციას ივანე ჯავახიშვილის ღვაწლის შესახებ, წაიკითხავენ ლექსებს.
ღონისძიების ბოლოს მოსწავლეები ბიბლიოთეკას გადასცემენ ხელნაკეთ წიგნს.