საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
თარიღი 2025-03-17
თარიღი 17:00 სთ
მისამართი ი. ჭავჭავაძის გამზ.N1. თსუ I კორპ. სააქტო დარბაზი

    3 აპრილს, 17:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისა და ბიბლიოთეკის "მეგობართა კლუბის" ორგანიზებით გაიმართება ცნობილი ქართველი უნივერსიტეტელი პოეტისა და მწერლის, ოთარ ჭილაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო. 

 

     ღონისძიებაზე უნივერსიტეტის თეატრალური დასი "სხვენი" წარმოადგენს პოეტის ბიოგრაფიის ინსცენირებას. წაიკითხავენ ჭილაძის გამორჩეულ ლექსებს.

 

    გარდა ამისა, სააქტო დარბაზის ფოიეში მოეწყობა საგამოფენო სივრცე, სადაც გამოიფინება ოთარ ჭილაძის ფოტოსურათები. 

 

     საღამოზე მოწვეული იქნებიან ოთარ ჭილაძის ოჯახის წევრები, ახლობლები,  მეგობრები და მისი შემოქმედების მრავალი სხვა თაყვანისმცემელი.  დასწრება თავისუფალია.

კარის გახსნა: 16:30. 

ღონისძიების დასაწყისი: 17:00

  

 

მსგავსი ღონისძიებები