საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2024-03-27
თარიღი 14:00 სთ
მისამართი ი. ჭავაჭავაძის გამზირი N1. თსუ I კორპ, თსუ მუზეუმი, მეორე სართული 210-ე აუდიტორია

27 მარტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპული აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის ღონისძიება "ქართული მეცნიერება და გზა ევროპისკენ" გაიმართება.



ღონისძიების ორგანიზატორები ევროპული აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრი და თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტი არიან.
სამუშაო ენა: ქართული


დღის წესრიგი:

 


13:00 საათი – ღონისძიების გახსნა:


• ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფ. ჯაბა სამუშია


• საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენელი (TBC)


13:15 საათი – მოხსენებები და პანელური დისკუსია:


• ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის აკადემიური დირექტორი 2019- 2023 წლებში, პროფ. დავით ფრანგიშვილი


• ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის აკადემიური დირექტორი, პროფ. დავით ლორთქიფანიძე


• ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს წევრი, პროფ. ზაალ კოკაია


13:50 საათი – ღონისძიების შეჯამება და დახურვა


• ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის აკადემიური დირექტორი, პროფ. დავით ლორთქიფანიძე

 


------------------
მოკლე ინფორმაცია: ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრი 2019 წელს ევროპის აკადემიისა (Academia Europaea) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივითა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა
და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით დაფუძნდა.


ცენტრს ოთხი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, პროფ. დავით ფრანგიშვილი, ხოლო 2023 წლის ნოემბერში, მომდევნო ოთხი წლის ვადით ცენტრის აკადემიური დირექტორის თანამდებობაზე არჩეულ იქნა პროფ. დავით ლორთქიფანიძე. ევროპის აკადემიას ამჟამად 12 ქართველი წევრი ყავს, რომელთაგან ექვსი საქართველოში, ხოლო ექვსი მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან სამეცნიერო დაწესებულებაში მოღვაწეობს.


ევროპის აკადემიის თორმეტივე წევრი, დაარსების დღიდან აქტიურად არის ჩართული ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის საქმიანობაში.
ცენტრის მიზანია მეცნიერებასა და კვლევაში ტრანსევროპული მნიშვნელობის საკითხების განსაზღვრა ჩვენს რეგიონთან მიმართებაში და მათი სამეცნიერო შესწავლისა და გამოკვლევებისთვის შესაბამისი აქტივობების ინიცირების მხარდაჭერა, მეცნიერული ცოდნის გენერირების, გავრცელების, პოპულარიცაზიის, ევროპული სტანდარტებისა და მექანიზმების გაზიარების გზით.


ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის სტრატეგიულ პრიორიტეტად განისაზღვრება, რეგიონში მრავალმხრივი და კომპლექსური კვლევების წახალისება და პოპულარიზაცია, ინტერდისციპლინული, უწყებათშორისი და ინტერსექტორული
თანამშრომლობის ხელშეწყობის გზით.

მსგავსი ღონისძიებები