საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2024-03-27
თარიღი 16:00 სთ
მისამართი ი. ჭავაჭავაძის გამზირი N1. თსუ I კორპ, სააქტო დარბაზის ფოიე

27 მარტს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  გაიმართება გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიება თსუ-ის ბიბლიოთეკის მხარდაჭერით ჩატარდება, ხოლო ექსპოზიციას, “საგურამოს“ ფესტივალის ფარგლებში, წმინდა ილია მართლის სახელობის საგურამოს სახლ-მუზეუმის ბიბლიოთეკა წარადგენს.

 

გამოცემებში, განსაკუთრებული აქცენტი გამახვილებულია; კრიტიკულ-ესეისტურ, ფილოსოფიურ და ესთეტიკურ ნაშრომების შეკრებაზე.

 

ყოვეწლიური ლიტერატურული პრემია „საგურამო“ 2003 წლის 8 ნოემბერს „ილიას ფონდისა” და შპს „ლილოს “ თაოსნობით დაარსდა. პრემია შემდეგ ნომინაციებში გაიცემა: პოეზია, პროზა,თარგმანი, კრიტიკა, ხელოვნება, საბავშვო ლიტერატურა, ჰუმანიტარული მეცნიერებები; პრემიებთან ერთად ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისათვის გაიცემა ილიას მედალი „მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა“ .

 

პრემია „საგურამო“, მხოლოდ ლიტერატურული ჯილდო არ არის, ის ქართული მწერლობისა და კულტურის ფართო სპექტრს მოიცავს. იგი, ლაურეატს სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ ენიჭება. პრემია არ გაიცემა ერთი ნაწარმოების ან ერთი წიგნისათვის, ჯილდო, შემოქმედს მთელი მისი შემოქმედებისა და მოღვაწეობისთვის ენიჭება.

 

კომპეტენტურ ჟიურის, რომელსაც პრემიის დამფუძნებელი ორგანიზაციები „ილიას ფონდი“ და შ.პ.ს „ლილო“ ნიშნავს. ტრადიციულად, გამარჯვებულთა დაჯილდოება 8 ნოემბერს, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეზე ხდება, ხოლო ლაურეატები 12 სექტემბერს, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღეს, ვლინდებიან. 2022 წელს “პრემია საგურამოს ლაურეატების ბიბლიოთეკა“ შეიქმნა, რომელიც ლაურეატების ნაშრომებს გამოსცემს.

 

დღეისთვის 180 მწერალია დაჯილდოებული, რომელთა ნაწარმოებების ერთდროულად დაბეჭდვა შეუძლებელია, ამიტომაც მათი პერიოდულად გამოცემა იგეგმება.

 

მსგავსი ღონისძიებები