საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2024-02-08
თარიღი 16:00 სთ
მისამართი თსუ მე-10 (მაღლივი) კორპუსი, 206-ე აუდიტორია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ორგანიზებით, 2024 წლის 8 თებერვალს, გაიმართება ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია - „მწვანე ეკონომიკა და მდგრადი განვითარება“. კონფერენცია ეძღვნება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 106 წლის იუბილეს.

 

კონფერენციის პლენარული სხდომა გაიხსნება 8 თებერვალს, 16:00 საათზე. მას გაუძღვება თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე. კონფერენციის მონაწილეებს, აშშ-დან ონლინ ჩართვით, მისასალმებელი სიტყვით მიმართავს ცნობილი ეკონომისტი, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ჯეფრი საქსი.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ეკონომისტთა სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, გამოცდილი მკვლევარები და დოქტორანტები. სულ დარეგისტრირებულია 47 მონაწილე და 32 სამეცნიერო სტატია.

16:30 საათზე დაიწყება სექციებში მუშაობა. სულ წარმოდგენილია 7 სექცია. კონფერენცია იმავე დღეს დაასრულებს მუშაობას.

მსგავსი ღონისძიებები