საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2023-10-29
თარიღი 16:45 სთ
მისამართი ი.  ჭავჭავაძის გამზირი N1. თსუ I კორპ. აუდიტორია 115.

29 ოქტომბერს ასოციაცია ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცე და ასოციაცია Espace Analytique-Association de formation psychanalytique et de recherche freudienne (პარიზი) თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის (თსუ) მასპინძლობითა და მხარდაჭერით თბილისში გამართავს ერთობლივ საუნივერსიტეტო კონფერენციას რომელიც მიეძღვნება დიაგნოსტიკის საკითხს ფსიქოანალიზსა და თანამედროვე ფსიქიატრიაში.

 

კონფერენციის პროგრამა:
10:00 - 10:15 კონფერენციის გახსნა: თსუ, ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცე.

10:15 - 11:15, თემა 1, "ფსიქიატრიული დიაგნოზი - შეიძლება ის მივიჩნიოთ ეთიკურად თუ არა?"

მომხსენებელი:
პატრიკ ლანდმანი (ფსიქოანალიტიკოსი, ფსიქიატრი, პედოფსიქიატრი, იურისტი)

11:15 - 11:30 დისკუსია და შეკითხვები

11:30 - 12:00 შესვენება

12:00 - 13:00, თემა 2, "დიაგნოსტიკისა და დიაგნოზის გავლენა ბავშვთა ფსიქოანალიზში - როგორ ახდენს გავლენას დიაგნოზი ტრანსფერზე ბავშვებთან და მშობლებთან მუშაობის დროს?"

მომხსენებელი: კატრინ სალადენი (ფსიქოანალიტიკოსი/ფსიქოლოგი)

13:00 - 13:15 დისკუსია და შეკითხვები

13:15 - 14:30 შესვენება

14:30 - 15:30, თემა 3, "ინდივიდუალური ფსიქოანალიტიკური ფსიქოდრამის გამოყენება მოზარდებთან"

მომხსენებელი: დომინიკ ტურეს ლანდმანი (ფსიქიატრი/ფსიქოანალიტიკოსი)

15:30 - 15:45 დისკუსია და შეკითხვები

15:45 - 16:00 შესვენება

16:00 - 17:00 "ფსიქიკური ორგანიზაციისა და ფსიქიკური სტრუქტურის ცნებები ფსიქოპათოლოგიაში"

მომხსენებელი: ოლივიე დუვილი (ფსიქოანალიტიკოსი, ანთროპოლოგი, ფსიქოლოგი)

17:00 - 17:15 დისკუსია და შეკითხვები

- კონფერენციაზე დასწრება თავისუფალია
- უზრუნველყოფილი იქნება თარგმანი ფრანგულიდან ქართულე ენაზე

იხ. ბმული https://www.espacegeorgien.com/.../konperentsia...

კონფერენციის არგუმენტაცია:
"სიმპტომი ჟაკ ლაკანისათვის წარმოადგენს არაცნობიერის ფორმაციას, რომელიც სუბიექტისათვის გამოხატავს რაღაცას, რაც ყველაზე ნამდვილი და ჭეშმარიტია მასში. ფსიქოანალიზი, ემიჯნება რა წმინდად სამედიცინო დისკურსს ფსიქიკური აშლილობების შესახებ, სიმპტომს ანალიზს უქვემდებარებს და მათ მხოლოდ აღწერილობითი მიზნებით არ აჯგუფებს. რას ნიშნავს დიაგნოზი და დიაგნოსტიკა ფსიქოანალიზში და თანამედროვე ფსიქიატრიაში დღეს? ითვალისწინებს თუ არა ის სუბიექტისა და მისი ფსიქიკური ცხოვრების თავისებურებებს თუ ცდილობს უპასუხოს მოთხოვნას, რომელიც ხშირად არა პაციენტის, არამედ თანამედროვე სოციო-ეკონომიკური რეალობის მიერ არის ფორმირებული და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში დასაქმებულს, როგორც ადმინისტრაციული და სამენეჯმენტო მნიშვნელობის აქტის აღსრულებას ავალდებულებს?"

მომხსენებელთა შესახებ:

პატრიკ ლანდმანი (PATRICK LANDMAN)

პატრიკ ლანდმანი არის პარიზში მოღვაწე ფსიქიატრი, პედოფსიქიატრი, ფსიქოანალიტიკოსი და
იურისტი. იგი ცნობილი ფრანგი ფსიქოანალიტიკოსის ჟან ქლავრელის (jean Clavreul) ანალიზანტი და მოსწავლე იყო. პატრიკ ლანდმანი გახლავთ პარიზის ფსიქოანალიტიკური ფორმაციისა და ფროიდიანული კვლევის ასოციაციის (Espace Analytique) და ასევე ასოციაცია Convention psychanalytique-ის ყოფილი პრეზიდენტი.

დღეს დიაგნოსტიკის საკითხებით არის დაკავებული, აკრიტიკებს DSM-ის კლასიფიკაციას; დაარსა
საზოგადოება STOP DSM pour la clinique du sujet. კოლეგებთან ერთად მუშაობს ახალი ფსიქოანალიტიკური დიაგნოსტიკის კრიტერიუმების შემუშავებაზე. მისი ინტერესის საგანია ინსტიტუციების (კერძოდ, ფსიქოთერაპიული მიმართულების დაწესებულებების) კვლევა, თუ რა სიკეთის და ზიანის მოტანა შეუძლიათ მათ საზოგადოებისთვის.

დაწერა წიგნები ”ფროიდი", ”დეპრესია - მოწყენილობა როგორც ბიზნესი“; სადაც აკრიტიკებს ფსიქიკური ცხოვრების უხეშ მედიკალიზაციას. მისი ნაშრომი ეხება წამლების როლს და მათ ბოროტად გამოყენებას, განსაკუთრებით კი ნეირომეცნიერების დისკურსის გავლენას საჯარო პოლიტიკაზე. აგრეთვე დაწერა წიგნი ”ნუთუ ყველა ჰიპერაქტიურია“? სადაც აკრიტიკებს ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომს (ADHD), როგორც დიაგნოზს. იგი მრავალი სტატიის და გარდა ზემოთჩამოთვლილისა, ისეთი ნაშრომების ავტორია, როგორიცაა: „Marx, Lacan“, „Le Refoulement“, ”Les limites du corps, le corps comme limite”და
სხვა... პატრიკ ლანდმანი არის ასოციაცია „ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის“
საპატიო წევრი.

დომინიკ ტურეს-ლანდმანი:

დოქტორი დომინიკ ტურეს-ლანდმანი არის ფსიქიატრი, პედოფსიქიატრი და ფსიქოანალიტიკოსი. ის არის ასოციაცია Espace Analytique-ის წევრი. იგი არის CSAPA Chimène-ის კლინიკური დირექტორი (დამოკიდებულებების წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრი, ვიდეო თამაშებზე დამოკიდებულების ჩათვლით) და ასოცირებული მკვლევარი უნივერსიტეტ Paris VI-ის CRPM ლაბორატორიაში. დომინიკ ლანდმანი ინდივიდუალური ფსიოანალიტიკური ფსიქოდრამის სპეციალისტია საფრანგეთში, რომელსაც ის მოზარდებთან აქტიურად იყენებს. ის მედიკო ფსიქო-პედაგიური ცენტრს მთავარი ექიმი ფსიქიატრია და მოზარდთა ფსიქიატრიულ განყოფილებას ხელმძღვანელობს ვილ-დავრეის ჰოსპიტალში.

კატრინ სალადენი:
კატრინ სალადენი ფრანგი ფსიქოანალიტიკოსი და ფსიქიატრია, რომელიც არის ბავშვთა ფსიქოანალიტიკოსი პედოფსიქიატრიის სექტორში, პარიზის ფსიქოანალიტიკური ფორმაციისა და ფროიდიანული კვლევის ასოციაციის (Espace Analytique) წევრი. ასოციაცია „ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და თბილისის „მწვანე სახლის“ სუპერვიზორი. არაერთი წიგნისა და სტატიის ავტორი.

ოლივიე დუვილი:
ოლივიე დუვილი არის ფსიქოანალიტიკოსი, ანთროპოლოგი, ასწავლის ფსიქოანალიზსა და ფსიქოპათოლოგიას Paris Nanterre-ისა და Université de Paris-ს უნივერსიტეტებში, ფსიქიატრიის განვითარების ასოციაციის საპატიო წევრი, პარიზის ფსიქოანალიტიკური ფორმაციისა და ფროიდიანული კვლევის ასოციაციის წევრი (Espace Analytique), ევროპის ფსიქოანალიტიკური ფონდაციის სამეცნიერო კომიტეტის წევრი, საფრანგეთის ანთროპოლოგთა ასოციაციის საპატიო წევრი, ფრანგული საპატიო ლეგიონის ორდენოსანი, ასოციაცია ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის ერთ-ერთი დამფუძნებელი. 300-ზე მეტი სტატიისა და რამდენიმე წიგნის ავტორი. მისი ბოლო წიგნი გამოიცა 5 სექტემბერს, სახელწოდებით „ფსიქოანალიზი მსოფლიოში ფროიდის დროს და შემდგომ - ქრონოლოგია“.

 

 

მსგავსი ღონისძიებები