საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2023-10-19
თარიღი 10:00 სთ
მისამართი ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი  კორპუსი, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი.

 19-20  ოქტომბერს თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებითა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ტარდება   ტრენინგი თემაზე  „მდგრადი განვითარება, სტიქიური პროცესები და გეოეკოლოგიური პრობლემები“.   ტრენინგს გაუძღვებიან ექსპერტები: გიორგი გაფრინდაშვილი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის კატასტროფების პროცესების, საინჟინრო-გეოლოგიისა და ჰიდროგეოლოგიის სამმართველოს უფროსი და ვაჟა ტრაპაიძე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, დეკანის მოადგილე სამეცნიერო დარგში.

 

ტრენინგის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები.

 

აღნიშნულ ტრენინგზე განხილული იქნება საკითხები ეკოლოგიის, გარემოს მდგრადი განვითარების, გეოეკოლოგიურ პრობლემებსა და სტიქიური პროცესების შესახებ.

მსგავსი ღონისძიებები