საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2023-10-05
თარიღი 15:00 სთ
მისამართი ი. ჭავჭავაძის გამზ.N1. თსუ I კორპ. სააქტო დარბაზი

3 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერებისა და ინოვაციის დღეს,  გაიმართება გამოჩენილი ვირუსოლოგის, პარიზის პასტერის ინსტიტუტის საპატიო პროფესორის, თსუ-ს მოწვეული პროფესორის, საქართველოს ზოგადი და გამოყენებითი მიკრობიოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტის, დავით ფრანგიშვილის საჯარო ლექცია: ბაქტერიოფაგები: ჯანსაღი ეკოსისტემის გარანტი.

 

ლექცია შეეხება ბაქტერიოფაგების როლს ბუნებაში, მათ გავლენას მიკრობულ პოპულაციებსა და ბაქტერიოფაგების გამოყენების პრაქტიკას მედიცინაში.

 

საჯარო ლექციის შემდეგ გაიმართება პანელური დისკუსია, სადაც, მოწვეული მეცნიერები იმსჯელებენ ბაქტერიოფაგების პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობაზე აგროსასურსათო სისტემის მდგრადობის გასაძლიერებლად და მათ სამომავლო პერსპექტივებზე.

 

ღონისძიების ორგანიზატორები არიან: გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO); ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO); საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; საქართველოს ზოგადი და გამოყენებითი მიკრობიოლოგიის ასოციაცია.

 

მსგავსი ღონისძიებები