საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2023-09-19
თარიღი 16:00 სთ
მისამართი ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე აუდიტორია

 

19 სექტემბერს, 16:00 საათზე,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წიგნის  - "პოლონური იდენტობა ქართულ ბეჭდურ მედიაში (XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან XX საუკუნის 40-იან წლებამდე)" პრეზენტაცია გაიმართება. 

 

გამოკვლევაში ქართული ბეჭდური მედიის ანალიზით წარმოდგენილია პოლონური იდენტობის ისტორია XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან XX საუკუნის 40-იან წლებამდე. მონოგრაფიაში პოლონური იდენტობისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანი მასალის განხილვა წარმოდგენილია საზოგადოებრივ პერცეფციებზე, ღირებულებებზე, მახსოვრობებზე, სიმბოლოებზე დაკვირვებით. გაანალიზებულია ერთმანეთისგან განსხვავებული პერიოდების – საქართველოს დამოუკიდებლობამდე, დამოუკიდებლობის და საბჭოური პერიოდის მედია-მასალები და წარმოჩენილია ამ მასალის ქართველ მკითხველთათვის მიწოდების მნიშვნელობა.


პროექტის ხელმძღვანელი: ისტორიის დოქტორი ქეთევან მანია; პროექტის კოორდინატორი: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მარიამ ჩხარტიშვილი. რედაქტორები: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მარიამ ჩხარტიშვილი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი, დავით ყოლბაია.

 

წიგნი გამოიცა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით (SP-22-327).

მსგავსი ღონისძიებები