საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2023-09-12
თარიღი 11:00 სთ
მისამართი ი.  ჭავჭავაძის გამზირი N1. თსუ I კორპ. აუდიტორია 107.

12-14 სექტემბერს გაიმართება წმ. გრიგოლ ფერაძის საერთაშორისო კონფერენცია „საქართველო და ქრისტიანული ცივილიზაცია“ III: ქრისტიანული აღმოსავლეთი და კავკასია.  

კონფერენცის მუშაობაში ქართველ მკვლევრებთან ერთად მონაწილეობენ მეცნიერები პოლონეთიდან, იტალიიდან, იორდანიიდან და სომხეთიდან. სულ წარმოდგენილი იქნება 24 მოხსენება. 12 სექტემბრის სხდომა დაეთმობა კავკასიის ხალხთა ურთიერთობას ქრისტიანულ აღმოსავლეთთან, ხოლო 13 სექტემბერს, თავისუფალი კომუნიკაციების ფორმატში, მომხსენებლები ისაუბრებენ საქართველოსა და კავკასიის ისტორიისა და კულტურის სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე. 14 სექტემბერს დაგეგმილია კულტურული ღონისძიება.

კონფერენციის ორგანიზატორები არიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი და წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის კავშირი.

წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის სამეცნიერო კონფერენცია თბილისსა და ვარშავაში მორიგეობით, 2 წელიწადში ერთხელ ტარდება, 6 დეკემბერს, წმ. გრიგოლ ფერაძის აღსრულების დღეს _ ვარშავის უნივერსიტეტში, ხოლო წმინდანის დაბადების დღეს (13 სექტემბერს), _ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. კონფერენცია გადაიქცა მუდმივმოქმედ საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმად, რომლის მიზანია ქართველოლოგიური კვლევების პოპულარიზაცია საზღვარგარეთ.

მსგავსი ღონისძიებები