საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2023-09-20
თარიღი 10:00 სთ
მისამართი ი.  ჭავჭავაძის გამზირი N1. თსუ I კორპ. აუდიტორია 107.

20-22 სექტემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ატარებს მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციას „კავკასიის აღქმა მითებსა და ლიტერატურაში ანტიკურობიდან თანამედროვეობამდე“. კონფერენცია დაფინანსებულია სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ და ის აგრძელებს იენისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების ერთობლივი კონფერენციების ტრადიციას. 

კონფერენციის საზეიმო გახსნა დაგეგმილია  20 სექტემბერს, 10.00 საათზე,  კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართვას საბერძნეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ქალბატონი მარია თეოდორუ. კონფერენციის მონაწილეებს გააცნობენ აგრეთვე იენის ფრიდრიჰ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის რექტორის, გერმანიის რექტორთა საბჭოს პრეზიდენტის მიმართვას.

 

კონფერენციაში მონაწილეობს 70-მდე მომხსენებელი მსოფლიოს ოცი ქვეყნიდან: საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, კვიპროსი, საფრანგეთი, იტალია, გაერთიანებული სამეფო, ესპანეთი, ნორვეგია, შვედეთი, ბულგარეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, ბრაზილია, მექსიკა, კამბოჯა, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა.

 

ინტერდისციპლინური კონფერენციის ფარგლებში სხვადასხვა თაობის უცხოელი და ქართველი მკვლევარები სხვადსახვა კუთხით განიხილავენ კავკასიას ანტიკურ ხანაში, შუა საუკუნეებსა და თანამედროვე ეპოქაში. იმსჯელებენ კავკასიის აღქმის თავისებურებებზე ანტიკურ მითოლოგიასა და თანამედროვე ლიტერატურაში, თეატრსა და კინოში.

 

კონფერენცია მნიშვნელოვანია შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:

ეს არის საერთაშორისო აკადემიური საზოგადოების უპრეცედენტოდ მასშტაბური შეკრება საქართველოში ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით კავკასიასთან დაკავშირებულ თემატიკაზე, რაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მეცნიერული, არამედ გეოპოლიტიკური თვალსაზრისით;

კონფერენცია დაფინანსებულია საქართველოს სახელმწიფოს მიერ, რაც ადასტურებს იმ ხელშეწყობას, რაც აქვს მეცნიერების განვითარებას ჩვენს ქვეყანაში;

კონფერენცია ხელს შეუწყობს ქართველი მეცნიერების კომუნიკაციას მსოფლიოს წამყვან მკვლევარებთან, რაც, თავის მხრივ, სამეცნიერო კვლევების ხარისხის განვითარების და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ქართული მეცნიერების ინტეგრაციის ერთ-ერთი წინაპირობაა;

კონფერენცია გაზრდის ქართული მეცნიერების ცნობადობას საერთაშორისო მასშტაბით;

კონფერენციის ფარგლებში ქართველი და უცხოელი მეცნიერების მიერ განხილული იქნება ზოგადად კავკასიის და, კერძოდ, საქართველოს უძველესი ისტორიული და კულტურული კავშირები ანტიკურ სამყაროსთან, ანუ ევროპული ცივილიზაციის საფუძვლებთან, რაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მეცნიერული კუთხით, არამედ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თვალსაზრისით, როგორც მნიშვნელოვანი მეცნიერული ინსტრუმენტი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

 

 

მსგავსი ღონისძიებები