საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2023-10-19
თარიღი 9:30 სთ
მისამართი ი.  ჭავჭავაძის გამზირი N3. თსუ II კორპ.

19 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კიოლნის უნივერსიტეტისა და თსუ-ს სამართლის სამაგისტრო პროგრამის - LL.M. zu Köln - დაფუძნებიდან 15 წელის იუბილე აღინიშნება.

 

 LL.M. zu Köln ქართველი სტუდენტებისთვის გერმანული და ევროპული სამართლის დარგებში ცოდნის გაღრმავების მიზნით, 2007 წელს, თსუ-ს იმჟამინდელი რექტორის პროფესორ გიორგი ხუბუასა და კიოლნის უნივერსიტეტის პროფესორის ანგელიკა ნიუსბერგერის ინიციატივით   ამოქმედდა. პროგრამა თავიდან 5 სტუდენტის მიღებით დაიწყო, მოგვიანებით კი  კანდიდატთა რაოდენობა გაიზარდა.  ამ ეტაპზე პროგრამაზე მიღების წლიური მაქსიმალური რაოდენობა 15 ადგილს შეადგენს, კურსდამთავრებულების დასაქმების მაჩვენებელი 99%-ს უტოლდება. სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ კიოლნის უნივერსიტეტის დიპლომი გაიცემა.

 

სამაგისტრო  პროგრამა   აკადემიური  ურთიერთგაცვლის  სამსახურის (DAAD) და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს (Auswärtiges Amt) მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და  კიოლნის უნივერსიტეტის თანამშრომლობის საფუძველზე ხორციელდება. პროგრამას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან - პროფესორი ირაკლი ბურდული, კიოლნის უნივერსიტეტის მხრიდან კი იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ბერნჰარდ კემპენი და პროფესორი კრისტიან ფონ კიოლნი ხელმძღვანელობენ.

 

2015 წლიდან გახანგრძლივდა კიოლნის უნივერსიტეტში სასწავლო კურსების გავლის პერიოდიც, რომელიც დასაწყისში 2 თვეს მოიცავდა და ამ ეტაპზე, სრულ სემესტრს ითვალისწინებს, შესაბამისად, პირველი სემესტრი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მეორე სემესტრი კი კიოლნის უნივერსიტეტში  ხორციელდება. შეიქმნა მნიშნელოვანი ბაზა, რომელიც გერმანულ-ქართული სამართლებრივი ოჯახის ფარგლებში პრაქტიკულ საქმიანობასთან ერთად, სამეცნიერო-შედარებით საქმიანობას უწყობს ხელს. მაგისტრანტებს წვდომა აქვთ კიოლნის უნივერსიტეტის უნიკალურ ბიბლიოთეკაზე, რომელიც მათ შესაძლებლობას აძლევს, ნაშრომი ევროპული სტანდარტების შესაბამისად შეასრულონ. 

 

პროგრამის იუბილესთან დაკავშირებით თსუ-ს ეწვევიან კიოლნის უნივერსიტეტის პროფესორები, ლექტორები, მოსამართლეები, DAAD-ს რეგიონალური და ცენტრალური ოფისის და საელჩოს წარმომადგენლები. ღონისძიების ფარგლებში საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება პროგრამის ერთ-ერთ ხელმძღვანელს, პროფესორ კრისტიან ფონ კიოლნს.

მსგავსი ღონისძიებები