საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2023-10-03
თარიღი 12:00 სთ
მისამართი ალტე უნივერსიტეტი, უნივერსიტეტის ქ.2

3 ოქტომბერს  გაიმართება კაპიტალის ბაზრის სამართლის განვითარების გამოწვევები და პერსპექტივები: ევროპული დისკურსი და მისი მნიშვნელობა საქართველოს კაპიტალის ბაზრის რეგულირებისათვის.

 

ღონისძიება მიეძღვნება საქართველოში კაპიტალის ბაზრის სამართლის, როგორც სამართლის დამოუკიდებელი დარგის განვითარების პერსპექტივებს. კაპიტალის ბაზრის ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით ბოლო პერიოდში არაერთი საკანონმდებლო რეფორმა და მასტიმულირებელი ღონისძიება ხორციელდება, თუმცა მისი, როგორც სამართლის დარგის დოგმატურ-პრაქტიკული და, ამასთანავე, მეთოდოლოგიური საფუძვლები დამუშავებული არ არის.

 

ღონისძიებაში მონაწილე ქართველი და გერმანელი მეცნიერები და პრაქტიკოსი იურისტები იმსჯელებენ კაპიტალის ბაზრის სამართლის ცნებაზე, შინაარსზე, რეგულირების საგანზე, ევროპული კაპიტალის ბაზრების სუპრანაციონალური რეგულირების მოდელის, ბაზრის ფუნქციუნარიანობასა და პროდუქტების სახეობებზე და ამ კონტექსტში იმ ნაბიჯებზე, რომელიც უნდა გადაიდგას საქართველოში სამართლის ამ ახალი დარგის განვითარებისთვის. ამასთან, ღონისძიების შედეგად დაიწყება მომზადება სასწავლო კურსისა „შესავალი კაპიტალის ბაზრის სამართალში“, რომელიც საუნივერსიტეტო სწავლებაში შეიძლება პირველად იქნეს შეტანილი/შეთავაზებული.

 

ღონისძიების ორგანიზატორები: სამართლისა და ეკონომიკის ცენტრი (ალტე უნივერსიტეტი/თსუ) და თიბისი კაპიტალი/თიბისი ბანკი.

სტუმარი მომხსენებლები: მოწვეულია ორი გერმანელი იურისტი - პროფ. დოქ. ქრისტიან ქერნი (ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, საკორპორაციო, საბანკო, კაპიტალის ბაზრის სპეციალისტი და საერთაშორისო ეკონომიკური სამართლის ინსტიტუტის დირექტორი) და პროფ. დოქ. იან ლიდერი (ფრაიბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამოქალაქო, საკორპორაციო და კაპიტალის ბაზრის სამართლის სპეციალისტი). ორივე მათგანს ასევე აშშ-ში დასრულებული აქვს LL.M-ის პროგრამა სწორედ ამ (საკორპორაციო და კაპიტალის ბაზრის სამართლის) მიმართულებით.

ღონისძიების ენა: ქართულ-გერმანული თანმიმდევრული თარგმანით.

დაფინანსება:  ალტე უნივერსიტეტი;  DAAD;  თიბისი კაპიტალი/თიბისი ბანკი.

იხილეთ პროგრამა

მსგავსი ღონისძიებები