საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2023-09-06
თარიღი 9:30 სთ
მისამართი ი.ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ I კორპუსი, მუზეუმი

6-7 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება  სიმპოზიუმი Injury and Violence Prevention – Public Health Perspectives, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის, რუმინეთის, სომხეთის და მოლდოვას უნივერსიტეტების  წარმომადგენლები, აკადემიური პერსონალი და სტუდენტები.

 

სიმპოზიუმი აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის (National Institutes of Health) ფოგარტის საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებული  საერთაშორისო კვლევითი პროექტის  (iCREATE: Increasing Capacity in Injury Research in Eastern Europe) ფარგლებში ტარდება. ამ  პროექტის  განხორციელებაში, რომელიც მიზნად ისახავს ტრავმისა და ძალადობის შესახებ კვლევებისა და ტრენინგების ჩატარებას პარტნიორ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, სომხეთსა და მოლდოვაში თსუ მედიცინის ფაკულტეტი 2017 წლიდან მონაწილეობს.  პროექტის არსებობის განმავლობაში გამოქვეყნდა 20 სამაგისტრო და 2 სადოქტორო თეზისი, ტრავმის პრევენიციის საკითხებზე. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მონაწილოება მიიღეს როგორც ხანგრძლივ, ისე ხანმოკლე ტრენინგებსა და სწავლებებში. 

 7-10 სექტემბერს ტარდება საზაფხულო სკოლა, რომელშიც 6 ქართველ სტუდენტთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ სტუდენტები სომხეთის და მოლდოვას უნივერსიტეტებიდან.

 

 პროექტის კოორდინატორია აშშ-ის აიოვის უნივერსიტეტი (კოორდინატორი – პროფესორი კორინ პიკასა) და მისი პარტნიორი უნივერსიტეტები – კალიფორნიის უნივერსიტეტი და რუმინეთს ბაბეშ-ბოლიაის უნივერსიტეტი (კოორდინატორი – კალიფორნიის უნივერსიტეტის პრორექტორი კორინე პიკასა და მედიცინის დოქტორი დიანა დალფი).  საქართველოში პროექტის კოორდინატორია მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი ნინო ჩიხლაძე. ორივე კვლევითი პროექტის განხორციელებაში ჩართულები არიან მედიცინის ფაკულტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები. რომლის ფარგლებშიც გათვალისწეინებულია  მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტების და აკადემიური პერსონალის ხანმოკლე და ხანგრძლივ მობილობა სწავლების, ტრენინგების ჩატარების მიზნით აიოვის უნივერსიტეტში და ბაბეშ-ბოლიაის უნივერსიტეტში, ასევე  ერთობლივი კვლევები და პუბლიკაციები.

კონფერენციის სამუშაო ენა ინგლისური. იხილეთ პროგრამა

მსგავსი ღონისძიებები