საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2023-09-11
თარიღი 10:00 სთ
მისამართი ი.  ჭავჭავაძის გამზირი N1. თსუ I კორპ. აუდიტორია 206.

 

 11-13 სექტემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო), ვილნიუსის უნივერსიტეტი (ლიეტუვა), მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი და სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (საქართველო) აწყობს მეხუთე საერთაშორისო კონფერენციას თემაზე:

 

მეორე ენის სწავლა/სწავლება მულტილინგვური განათლების კონტექსტში.

 

კონფერენციის მიზანია, განიხილოს და ერთიან კონცეფციად ჩამოაყალიბოს ადგილობრივ და უცხოელ სპეციალისტთა ნააზრევი მეორე ენის სწავლების მიდგომებისა და სტრატეგიების თაობაზე მულტილინგვური განათლების კონტექსტში.

 

კონფერენციის სამუშაო თემები და სექციები:

მულტილინგვური განათლების თეორია და პრაქტიკა; ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლება (CLIL);

ენობრივი პოლიტიკის დაგეგმვა და მისი მნიშვნელობა მულტიკულტურული განათლებისა და მეორე ენის სწავლების თვალსაზრისით;

მეორე / უცხო ენის სწავლა / სწავლების მეთოდები და სტრატეგიები;

ელექტრონული / დისტანციური სწავლების ასპექტები და მულტიმედია მეორე ენის სწავლა/სწავლების კონტექსტში;

ინტერკულტურული / მულტიკულტურული განათლების ასპექტები;

მრავალფეროვანი კლასის მართვა და ენის სწავლება;

ენის სწავლების სოციოკულტურული და პრაგმატული ასპექტები.

ქართველ სპეციალისტებთან და დარგის ექსპერტებთან ერთად წელს კონფერენციაზე მოხსენებას წარადგენს 23 ქვეყნის 53 წარმომადგენელი.

კონფერენცია ტარდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით.

კონფერენცია იმუშავებს ჰიბრიდული ფორმატით.

კონფერენციის ფარგლებში, ასევე, ტარდება ვორკშოპი სტუდენტებისა და სკოლის მასწავლებლებისთვის.

კონფერენციის პროგრამა და დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ კონფერენციის ვებგვერდზე: www.seltame.tsu.ge.

 

 

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ.

მსგავსი ღონისძიებები