საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2023-09-15
თარიღი 11:00 სთ
მისამართი ანაკლია

15 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოგიდგენთ ,,თსუ  ახალგაზრდული ფორუმს ანაკლია 2023”.

ბანაკი  ანაკლიის ტერიტორიაზე გაიმართება.

პროექტი მოიცავს  საგანმანათლებლო ღონისძიებებს:


ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის ?
საჯარო ლექციები;

კულტურულ ღონისძიებებს:
 კონცერტები;

 

სპორტულ ღონისძიებებს:
ფეხბურთის ტურნირი;
კალათბურთის ტურნირი;
ფრენბურთის ტურნირი;
ჭადრაკის ტურნირი.

 

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ თსუ ბაკალავრიატის საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს.

პროექტის ბენეფიციარები შეირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრების, სამოტივაციო წერილისა და გასაუბრების საფუძველზე.

ახალგაზრდულ ფორუმში მონაწილეობის მიღების მსურველებს შეუძლიათ რეგისტრაცია გაიარონ მოცემულ ბმულზე.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 4 სექტემბერი.

 

გთხოვთ, გასაუბრებაზე დაბარების შემთხვევაში თან იქონიოთ ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ.

გაითვალისწინეთ რაოდენობა შეზღუდულია.

მსგავსი ღონისძიებები