საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2023-07-25
თარიღი 12:00 სთ
მისამართი ი.  ჭავჭავაძის გამზირი N1. თსუ I კორპ. რექტორატი

25 ივლისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი აკადემიკოსი ჯაბა სამუშია და გერმანიის სახალხო უნივერსიტეტთა ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის  კავკასიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული დირექტორი დოქტორი  თომას ლიხტენბერგი  თანამშრომლობის მემორანდუმს ხელს მოაწერენ.

 

DVV International-ი საერთაშორისო პროფესიული ორგანიზაცია, რომელიც 1969 წლიდან 30 ქვეყანაში, ხოლო საქართველოში 2002 წლიდან ოპერირებს. 2006 წლიდან დღემდე  საქართველოში ორგანიზაციამ 15 ზრდასრულთა განათლების ცენტრი დააფუძნა.

 

DVV international მიზნად ისახავს ზრდასრულთა განათლებისა და მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის კონცეფციის პოპულარიზაციასა და ხელშეწყობას. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ორგანიზაცია ქმნის და ავითარებს ზრდასრულთა და ახალგაზრდების დამატებითი განათლების მდგრად სტრუქტურებს.

 

თსუ-ის განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტი DVV International-ის სამხრეთ კავკასიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონულ ოფისთან 2008 წლიდან თანამშრომლობს და პოპულარიზაციას უწევს ზრდასრულთა განათლების საკითხებს.

 

თსუ-ის და DVV International-ის თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილი თანამშრომლობის არეალი მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგი მიმართულებებით:

აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა სტაჟირების შესაძლებლობის უზრუნველყოფა;

სწავლება და სასწავლო აქტივობები;

კვლევითი თანამშრომლობა;

მსგავსი ღონისძიებები