საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2023-07-14
თარიღი 13:00 სთ
მისამართი ი. ჭავჭავაძის გამზ.N1. თსუ I კორპ. სააქტო დარბაზის ფოიე

პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი  „ქართული ენის გრამატიკა“, რომელიც ქართულ ენაზე შესრულებული პირველი სამეცნიერო ნაბეჭდი წიგნია 380 წლის წინ, 1643 წელს, იტალიაში მარიო მაჯიომ  გამოსცა. 315 წლის წინ, 1708 წელს კი, საქართველოში მეფე ვახტანგ VI თაოსნობით პირველი ქართული სტამბა შეიქმნა.

 

ქართული წიგნის ისტორიისათვის ამ ორ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა  მართავს „საუნივერსიტეტო წიგნის ფესტივალს“.

 

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება თბილისის მასშტაბით არსებული   სახელმწიფო და კერძო  უნივერსიტეტების გამომცემლობებისა და მათი აკადემიური პერსონალის ავტორობით 2018-2023  წლებში გამოცემული   სამეცნიერო წიგნები.

 

„საუნივერსიტეტო წიგნის ფესტივალში“ მონაწილეობენ: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი; გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი; გურამ თავართქილაძის სახელობის სასწავლო  უნივერსიტეტი; თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; სულხან საბა ორბელიანის უნივერსიტეტი; საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი; საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; შავი ზღვის საერთაშორისო  უნივერსიტეტი; შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; წმ. ანდრიას   ქართული უნივერსიტეტი.

 

 

 

მსგავსი ღონისძიებები