საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2023-06-19
თარიღი 15:00 სთ
მისამართი ი. ჭავჭავაძის გამზ. N1. თსუ I კორპ. სააქტო დარბაზის ფოიე

19 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტთა სასწავლო  ჟურნალის -  „გზავნილი ხარაგაულიდან“ - პრეზენტაცია და ფოტოგამოფენა გაიმართება .

ჟურნალი და ფოტოგამოფენა  ინტერაქტიურია. მოწვეული სტუმრები მოისმენენ საინტერესო ისტორიებს და გაეცნობიან ხარაგაულის წარსულსა და დღევანდელობას. ასევე, მოწვეული არიან ჟურნალის რესპონდენტები ხარაგაულიდან.

ინფორმაციისთვის:

„გზავნილი“ თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტთა სასწავლო  ჟურნალია. ის უკვე 10 წელია არსებობს და, 2013 წელს დაწყებული  სასწავლო პროექტის ფარგლებში, ემსახურება სტუდენტების პრაქტიკულ დაოსტატებას. „გზავნილის ფარგლებში“ თსუ-ის სტუდენტებს უკვე მომზადებული და გამოცემული აქვთ 30 ჟურნალი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. პროექტის დამაარსებელი და ხელძღვანელია ასოცირებული პროფესორი მაია ტორაძე, ასისტენტი - თსუ, მულტიმედია ცენტრის უფროსი სპეციალისტი ლიანა მარქარიანი.

მსგავსი ღონისძიებები