საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2023-06-15
თარიღი 15:00 სთ
მისამართი ი.  ჭავჭავაძის გამზირი N1. თსუ I კორპ. აუდიტორია 202.

მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების მსურველთა საყურადღებოდ!

15 ივნისს,  გიწვევთ ღია კარის დღეზე თსუ  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურაში მიღებასთან დაკავშირებულ ყველა საინტერესო საკითხებზე სასაუბროდ. 

 

 ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრა­ტუ­რაში დემოგრაფიის განხრით. გიწვევთ სასწავლებლად აკრედიტებულ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე „დემოგრაფია და მოსახლეობის გეოგრაფია“, რომელიც თსუ-ში მოქმედებს 2014 წლიდან.

 

პროგრამაზე სწავლის დასრულების შემდეგ სტუდენტს ენიჭება სოციალურ მეცნიე­რებათა მაგისტრის  აკადემიური  ხარისხი (დემოგრაფიაში).

 

პროგრამის ხელმძღვანელია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი ვაჟა ლორთქიფანიძე. პროგრამით გათვალისწინებულ საგ­ნებს კითხულობენ უნივერსიტეტისა და ქვეყნის წამყვანი პროფესორები და მეცნიერები. არსებობს პერსპექტივა, რომ როგორც სწავლის, ასევე მისი დასრულების შემდეგ სტუდენტებმა სხვადასხვა ფორმით ითანამშრომლონ პარიზის დემოგრაფიის შემსწავ­ლელ ეროვნულ ინსტიტუტთან და გაეროს დემოგრაფიულ ცენტრთან კაიროში. ასეთი თანამშრომლობის ტრადიცია გასული წლების განმავლობაში უკვე არსებობდა.

 

თსუ-ში, 2016 წლიდან ასევე მოქმედებს სადოქტორო პროგრამა დემოგრაფიაში. მაგისტრა­ტუ­რის ყველა კურსდამთავრებულს შესაძლებლობა აქვს სწავლა გაარძელოს დოქტორანტურაში და დაიცვას დისერტაცია სოციალურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად. დღეისათვის ჩვენს დოქტორანტურაში ყოფილი ჩვენი მაგისტრი 8 დოქტორანტი სწავლობს.

 

არსებობს კურსდამთავრებულთა შრომითი დასაქმების კარგი პერსპექტივა, როგორც სპეციალობით, ასევე მომიჯნავე დარგებშიც. მზარდი ინტერესი და მოთხოვნა დემოგრაფთა პროფესიულ კადრებზე გამოწვეულია ჩვენს ქვეყანასა და მსოფლიოში დემოგრაფიული პრობლემების მწვავე აქტუალურობით.

 

საერთაშორისოდ აღიარებულია, რომ ნებისმიერი ქვეყნის ეროვნული უსაფრთ­ხოების  კონცეფციის ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელია დემოგრაფიული კომპონენ­ტი. დღეს ქვეყნების მდგრადი განვითარება წარმოუდგენელია დემოგრაფიული განვითარების გარეშე. მეტად აქტუალური და მოთხოვნადია დემოგრაფიული პრობლე­მების ცოდნა ისეთი პოლიტიკების შემუშავებისათვის, როგორიც არის  ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა, მიგრაციული პოლიტიკა, რეგიონული პოლიტიკა, ეკონომიკური პოლიტიკა, სოციალური პოლიტიკა, განათლების პოლიტიკა, და ა.შ.

 

აღნიშნული უზრუნველყოფს კურსდამთავრებულთა წარმატებით დასაქმებას შემდეგ სამინისტროებსა და უწყებებში: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების; რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის; საგარეო საქმეთა; განათლებისა და სხვ. ასევე, სხვადასხვა საჯარო უწყებების ანალიტიკური სამსახურები. ნებისმიერი სისტემური ბიზნესის განვითარება შეუძლებელია დემოგრაფიული პრობლემების ანალიზისა და პროგნოზის გარეშე, ამდენად, სულ უფრო აქტუალური ხდება პროფესიონალ დემოგრაფთა დასაქმება ბიზნეს-სტრუქტურებში.

 

ყოველივე ამის გათვალისწინებით მიიღო 2016 წელს საქართველოს პარლამენტმა დადგენილება „დემოგრაფიული უსაფრთხოების ეროვნული კონცეფციის შესახებ“. დადგენილებით ქვეყნის სამინისტროებსა და სხვა სამთავრობო სტრუქტურებს ევალებათ დემოგრაფიული პრობლემები გაითვალისწინონ თავიანთ პერსპექტიულ და მიმდინარე საქმიანობაში. დადგენილების მიხედვით, უახლოეს პერსპექტივაში, საშუალო სკოლებში შემოღებული უნდა იქნეს დემოგრაფიის საგნის სწავლება. საქართველოს კონსტიტუციაში გაჩნდა ჩანაწერი, რომ სახელმწიფო ზრუნავს ქვეყნის დემოგრაფიულ განვითარებაზე. პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით შექმნილია სახელმწიფო კომისია მოსახლეობის განვითარების პრობლემებთან დაკავშირებით. ყველაფერი ეს ზრდის მოთხოვნებს დემოგრაფიის სპეციალობის კადრებზე. დემოგ­რაფი­ისადმი ყურადღება სულ უფრო იზრდება ბიზნესის მხრიდანაც.

 

მაგისტრატურაში სწავლის პროცესში სტუდენტები ისარგებლებენ სპეციალური ყოველთვიური სასტიპენდიო შეთავაზებით.

განიხილება საკითხი იმის შესახებ, რომ დემოგრაფიის მაგისტრატურაში სტუდენტთა სწავლა დაფინანსდეს სპეციალური სახელმწიფო პროგრამებით.

 

დემოგრაფიაში სწავლის გაგრძელება შეუძლია ნებისმიერი სპეციალობის ბაკა­ლავრს: სოციოლოგს, ეკონომისტს, გეოგრაფს, ისტორიკოსს, ჟურნალისტს, ფილოლოგს, ფილოსოფოსს და ა.შ.

 

მაგისტრატურაში სწავლის იმ მსურველებს, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ ერთიანი ეროვნული გამოცდა დასჭირდებათ ერთი გამოცდის ჩაბარება დემოგრაფიის ზოგადი ცნებების შესახებ, ისინი ასევე გაივლიან ერთ ზოგად გასაუბრებას, მათ შორის ინგლისურ ენაში B1 დონეზე.

 

მოხარული ვიქნებით, პასუხი გავცეთ თქვენთვის ყველა საინტერესო კითხვას და გაგიწიოთ საჭირო კონსულტაცია, რისთვისაც შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ საკონტაქტო ნომრებზე:

 

                             599-54-09-59    ვაჟა ლორთქიფანიძე

                             322 266-35-00         ანზორ სახვაძე

 

 

                                

 

მსგავსი ღონისძიებები