საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2023-06-08
თარიღი 15:00 სთ
მისამართი ი. ჭავჭავაძის გამზ.N3. თსუ II კორპ. აუდიტორია 119.

კომუნიკაციების კომისია, სატელეკომუნიკაციო სფეროს შესახებ სტუდენტებში ცნობიერების ამაღლების მიზნით, უნივერსიტეტებში საინფორმაციო შეხვედრებს იწყებს. კომუნიკაციების კომისიის მიზანია დაინტერესებულ სტუდენტებს მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია ქვეყანაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვისა და განვითარების პერსპექტივების შესახებ.

 

იქიდან გამომდინარე, რომ სწორედ ახალგაზრდები არიან თანამედროვე ტექნოლოგიების ყველაზე აქტიური მომხმარებლები, ჩვენი სურვილია რაც შეიძლება მეტი სტუდენტი ჩავრთოთ პროცესში, რათა იცოდნენ რა შესაძლებლობები და უპირატესობები აქვს ახალი ტექნოლოგიების დანერგვას. მაგალითად, ისეთი ტექნოლოგიის, როგორიც არის 5G.  ასევე, რა როლი აქვს კომუნიკაციების კომისიას ტელეკომ სფეროს განვითარებაში, რაც აკეთებს კომუნიკაციების კომისია, იმისთვის, რომ ყველა მოქალაქეს ჰქონდეს უწყვეტი წვდომა სატელეკომუნიკაციო სერვისებზე და შეეძლოთ ინფორმირებული არჩევანის გაკეთება.  

 

გვაქვს სურვილი, თქვენთან თანამშრომლობის ფარგლებში, სტუდენტებთან ჩავატაროთ პრეზენტაცია თემაზე „5G-ის განვითარება“. პრეზენტაციას გაუძღვება კომუნიკაციების კომისიის სპექტრისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი სანდრო ქარუმიძე, რომელსაც ტელეკომ სფეროში მუშაობის 26 წლიანი გამოცდილება აქვს.

 

შეხვედრის მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა დეტალური ინფორმაცია მიიღონ ქვეყანაში 5G ტექნოლოგიის განვითარების შესახებ, რა არის ზოგადად მეხუთე თაობის ტექნოლოგია და რით განსხვავდება უკვე არსებული, დანერგილი ტექნოლოგიებისგან, რომელსაც  ყოველდღიურობაში ვიყენებთ, რა უპირატესობები აქვს მას სხვადასხვა სფეროს განვითარებისთვის, ასევე, პრეზენტაციაზე მნიშვნელოვანი დრო დაეთმობა  მსოფლიოში 5G-ის განვითარების ტენდენციებს და საქართველოში 5G-ის დანერგვის პერსპექტივას. სტუდენტები გაეცნობიან იმ პროცესს, ეტაპებს და სამუშაოებს, რომელიც კომუნიკაციების კომისიამ ჩაატარა, იმისთვის, რომ საქართველომ ევროპის ქვეყნების მსგავსად დროულად დაიწყოს 5G ინტერნეტის გამოყენება.

 

შეხვედრა გაიმართება დისკუსიის რეჟიმში და სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა დასვან კითხვები და მიიღონ მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი პასუხები.

მსგავსი ღონისძიებები