საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2023-05-30
თარიღი 15:00 სთ
მისამართი თსუ I კორპუსი, ი.ჭავჭავაძის გამზ. N1. სააქტო დარბაზი.

30 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქიმიკოსის დღის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართება.  მას სხვადასხვა სფეროში დასაქმებული ქიმიკოსები დაესწრებიან. უმაღლესი განათლების მქონე ქიმიკოსები მუშაობენ ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა ქიმია, აგროქიმია, ასტროქიმია, ბიოქიმია, გეოქიმია, ჰიდროქიმია, ქიმიური აღჭურვილობის  ინჟინერია, მეტალურგია, კვების პროდუქტების წარმოება, ნავთობქიმია, რადიოქიმია,  ნანოქიმია, ფარმაცევტული  ქიმია, სასამართლო ექსპერტიზა,   ელექტროქიმია, ეკოლოგია და სხვა. ქიმიკოსები მუშაობენ კვლევით ლაბორატორიებში, ხარისხის კონტროლის ლაბორატორიებში ქიმიურ, ნავთობქიმიურ, ფარმაცევტულ კომპანიებში, წყლის გამწმენდ კომპანიებში, ალკოჰოლური და არაალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის ლაბორატორიებში  და ა.შ.  საქართველოში ქიმიკოსის დღე 1980 წლიდან აღინიშნება. 

 

ღონისძიებაზე წარმატებულ და ღვაწმოსილ ქიმიკოსებს გადაეცემათ მადლობის სიგელები, რის შემდეგაც გაიმართება საიუბილეო კონცერტი. 

   

მსგავსი ღონისძიებები