საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2023-05-15
თარიღი 12:00 სთ
მისამართი ილია ჭავჭავაძის გამზირი, თსუ  I კორპ.  მე-2 სართული, მუზეუმი

15 მაისს, 12.00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  გაიმართება „იაპონური კულტურის დღე“, რომელიც ეძღვნება თსუ-ში იაპონისტიკის მიმართულების ძირითადი პროგრამის  პრეზენტაციას.

 

ღონისძიებაზე საქართველოში იაპონიის სრულუფლებიანი ელჩი, აკირა იმამურა წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე „საქართველო-იაპონიის ურთიერთობები“; წარმოდგენილი იქნება სიმღერები იაპონურ ენაზე, ორიგამის და კალიგრაფიის ხელოვნება, იაპონური საბრძოლო ხელოვნება -კენდოს საჩვენებელი ნომერი, გო-ს ტურნირი. ღონისძიებას დაამშვენებს ეროვნული  სამცენიერო ბიბლიოთეკის ფონდში დაცული იაპონური ტრადიციული ფერწერის ნიმუშები და გამომცემლობა „დიოეგენეს“ მიერ იაპონურიდან ქართულად თარგმნილი ლიტერატურა.

დასწრება თავისუფალია.

  

მსგავსი ღონისძიებები