საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2023-04-03
თარიღი 14:00 სთ
მისამართი ი.ჭავჭავაძის გამზ.3, თსუ მე-2 კორპუსი, 129-ე (თინათინ წერეთლის სახელობის) აუდიტორია

3 აპრილს, 14:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა პანევროპული აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის (ჰაბის) (Academia Europaea Tbilisi Knowledge Hub) ინიციატივით, პანელური სესია გაიმართება სახელწოდებით: „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკიდან ახალი საქართველოსკენ“.

 

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი მალხაზ მაცაბერიძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი მანანა დარჩაშვილი და კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი შორენა მურუსიძე.

 

მომხსენებლები ისაუბრებენ ისეთ საკითხებზე, როგორიც არის: ქართული ემიგრაცია და ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისათვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი და 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი.

მსგავსი ღონისძიებები