საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2023-03-29
თარიღი 11:00 სთ
მისამართი უნივერსიტეტის ქუჩა №11, თსუ ბიბლიოთეკის ცენტრალური შენობა, ანთიმოზ ივერიელის სახელობის დარბაზი

29 მარტს, 11:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართება აკაკი შანიძის სახელობის სამეცნიერო კითხვანი.


კითხვანში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი დაწესებულების მკვლევრები, თანამშრომლები და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტები.

 

კითხვანში მონაწილეობის მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ სამეცნიერო ნაშრომი წარმოადგინონ ქართველოლოგიის ნებისმიერ დარგში.


2015 წელს, აკაკი შანიძის შვილმა, ლელა შანიძემ მამის პირადი ბიბლიოთეკა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას გადმოსცა. აკაკი შანიძის კოლექცია 1140 დასახელების 2030 საბიბლიოთეკო ერთეულისაგან შედგება. მასში გაერთიანებულია როგორც ქართული, ისე უცხოენოვანი სამეცნიერო მიმართულების ლიტერატურა.


ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ თსუ ბიბლიოთეკაში დაცული აკაკი შანიძის ნაშრომები.


ღონისძიების ბოლოს გაიმართება შემეცნებითი ვიქტორინა: ,,აკაკი შანიძის ცხოვრების მნიშვნელოვანი თარიღები’’ - გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოება. 
 

 

მსგავსი ღონისძიებები