საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2023-01-25
თარიღი 15:00 სთ
მისამართი ილია ჭავჭავაძის გამზირი, თსუ  I კორპ.  მე-2 სართული, მუზეუმი

25 იანვარს, 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება წიგნის „ქართული მოდის ისტორიის“ პრეზენტაცია.
 

საქართველოს ხელოვნების სასახლემ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით და თიბისი ბანკის თანადგომით გამოსცა 400 გვერდიანი ილუსტრირებული ენციკლოპედია, სახელწოდებით “ქართული მოდის ისტორია”. ნაშრომი აერთიანებს 3000-ზე მეტ ფოტოს, რომელიც ასახავს ძველ ქართულ მოდას კოლხი მედეადან მე-20 საუკუნის 20-იან წლებამდე, ამდენად, მკითხველს საშუალება ექნება თვალი გაადევნოს ქსოვილის და სამოსის  გაფორმების ევოლუციას. საგულისხმოა, რომ ქართული ისტორიული დოკუმენტები, ფრესკები, დღემდე მოღწეული ხელოვნების ნიმუშები აზიურ და ევროპულ გავლენებს, წარსულის გამოწვევებს და თვითმყოფად ქართულ კულტურას ყველაზე ნათლად წარმოგვიჩენენ. განსაკუთრებით საინტერესოა ქართული ქსოვილის და სამოსის ფორმირების მრავალსაუკუნოვანი გზა, რომელიც წიგნშია წარმოდგენილი და საქართველოს ისტორიის ყველა ნაწილს აერთიანებს.
 

აღსანიშნავია, რომ ალბომში ძირითადად თავმოყრილია საქართველოს ხელოვნების სასახლეში დაცული ქსოვილისა და კოსტიუმების კოლექციის ძვირფასი ნიმუშები.

მსგავსი ღონისძიებები