საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2022-12-20
თარიღი 16:00 სთ
მისამართი ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, III სართული, მუზეუმი.

20 დეკემბერს, 16:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლიტერატურული კონკურსის "შემოდგომის ლეგენდა 2022" დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

გამარჯვებული სამეული ლიტერატურულმა ჟიურიმ გამოავლინა, რომლის შემადგენლობაშიც არიან: მწერლები დათო ტურაშვილი, თეონა დოლენჯაშვილი, მაკა ლდოკონენი, არჩილ ქიქოძე, რუსუდან რუხაძე და კონკურსის შარშანდელი გამარჯვებული მარიამ ქავთარაძე.

მონაწილეები ახალ ნაშრომებს ჟიურის მიერ შერჩეულ თემაზე „მეზობელი“ თორმეტი საათის განმავლობაში ქმნიდნენ. კონკურსის საპრიზო თანხა სამ გამარჯვებულზე გადანაწილდება: I ადგილი - 1000 ლარი, II ადგილი - 700 ლარი და III ადგილი - 500 ლარი.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი წელს მეთოთხმეტედ ჩატარდა. პროექტში მონაწილეობას საქართველოს მასშტაბით არსებული ყველა აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები იღებენ. კონკურსი ორ ეტაპად ხორციელდება, წელს პირველ ტურში მონაწილეობა 300-მდე კონკურსანტმა მიიღო, რომლთაგან 10 ფინალისტი შუხმანის მამულებში გაემგზავრა და იმპროვიზაციულ ტურში ახალი ნაშრომები შექმნა.

10 ფინალისტის მოთხრობა უკვე დაიბეჭდა ლეგენდის კრებულში, რომელიც დაჯილდოებაზე მოსულ სტუმრებს საჩუქრად გადაეცემათ.

 

მსგავსი ღონისძიებები