საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2022-12-14
თარიღი 17:00 სთ
მისამართი ი. ჭავჭავაძის გამზ.N1. თსუ I კორპ. სააქტო დარბაზის ფოიე

14 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოეტის და ფილოსოფოსის, პროფესორ ჯანსუღ კორძაიას დაბადებიდან 90 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო გაიმართება. 

ჯანსუღ კორძაია გახლდათ განათლების სამინისტროს უმაღლესი განათლების დეპარტამენტის უფროსი, თსუ პროფესორი, კათედრის გამგე და ფილოსოფიის ფაკულტეტის დეკანი.

ჯანსუღ კორძაიას გამოცემული აქვს 13 პოეტური კრებული და 2 რომანი.  მისი პოეტური კრებულებია: “შენ უკვე შენ ხარ”, “ეს საუკუნეც”, “ჯერ მხოლოდ ერთხელ”, “კვლავ ვიბადები”, “იმ დღეების ქრონიკა”, “შემოდგომა - 1993”, “ბალადა გია აბესაძეზე”, “აზრის მონოლოგიები”, “საუკუნის დასასრულთან”, “შენ ჩემი სხვა ხარ”, “რჩეული ლირიკა”, “შვიდფერი სიმფონიის ფრაგმენტი”, “ლირიკა”, “შენით, შენთან თუ უშენოდ”. ეს უკანასკნელი მისი ბოლო კრებულია, რომელიც ტრაგიკულად გარდაცვლილი მეუღლის ხსოვნას მიუძღვნა.

რომანებია: “სიკვდილის გენეზისი” და “ადამიანები”. დასრულებული აქვს დიდი ტილოს - “ვახტანგ გორგასალის” - პირველი ნაწილი. დაწყებული ჰქონდა მუშაობა რომანზე “ალექსანდრე ჭაბუკიანის ცხოვრება”.

მსგავსი ღონისძიებები