საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2022-12-10
თარიღი 14:00 სთ
მისამართი ირინა ენუქიძის 3/დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი 

10 დეკემბერს, 14:00 საათზე, მედიცინის სამართლის მიმართულებით საქართველოში პირველი ჟურნალის - „სამედიცინო სამართლისა და მენეჯმენტის ჟურნალის“ პირველი ნომრის პრეზენტაცია გაიმართება.  
 

მულტიდისციპლინური პერიოდული გამოცემა „სამედიცინო სამართლისა და მენეჯმენტის ჟურნალი“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის, „ბიგვავა ბატიაშვილის“ იურიდიული ფირმისა და იურიდიული დახმარების სამსახურის ინიციატივით დაარსდა. 
 

„სამედიცინო სამართლისა და მენეჯმენტის ჟურნალი“ მიზნად ისახავს როგორც სამეცნიერო,  ასევე, საგანმანათლებლო და, ზოგადად, დარგობრივი პოპულარიზაციისაკენ მიმართული აქტივობების მეშვეობით სოციალურ და პროფესიულ ჯგუფს შორის დიალოგისა და კოოპერაციისათვის საფუძვლის ჩაყრას. პირველ რიგში, ეს გულისხმობს სამედიცინო სამართლისა და მენეჯმენტის პრობლემატიკისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სტატიების შექმნას, კონკრეტულ აქტუალურ სამედიცინო სამართლებრივი ქეისების დამუშავებას, სამედიცინო დაწესებულებებისა და მედპერსონალისათვის უმაღლესი ხარისხის იურიდიული მომსახურების კონცეფციის შემუშავებას და ამ მიზნისადმი მიძღვნილ აკადემიურ სტატიათა ციკლის შექმნას. 
 

ჟურნალის იურიდიული მიმართულების მთავარი რედაქტორები არიან პროფესორები გია ხუბუა, თამარ ზარანდია, ნუნუ კვანტალიანი და ასოცირებული პროფესორი გიორგი რუსიაშვილი.

 

 

 

მსგავსი ღონისძიებები