საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2022-12-06
თარიღი 11:00 სთ
მისამართი ი.  ჭავჭავაძის გამზირი N1. თსუ I კორპ. აუდიტორია 115.

 

6 დეკემბერს  გაიმართება კონფერენცია "ლაბორატორიული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უწყვეტი განათლების კურსები ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში", კურსები ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში შეიქმნა. 

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ოთხ უნივერსიტეტში საქართველოს ოთხ სახელმწიფო უნივერსიტეტში თბილისსა და რეგიონებში (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქუთაისი) და  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი)  ლაბორატორიული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პროფესიული გადამზადების პროგრამების დანერგვას. პროექტი, ასევე, ხელს შეუწყობს კურსდამთავრებულების დასაქმებას სსიპ – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით.

პროექტის მოსამზადებელ ეტაპზე წარმატებით განხორციელდა ტრენერთა მომზადების კურსები, შეიქმნა ქართულენოვანი სახელმძღვანელო და უნივერსიტეტებში  მოეწყო უახლესი აპარატურით აღჭურვილი სასწავლო ლაბორატორიები. ოთხივე უნივერსიტეტის მიერ წარდგენილმა პროფესიული გადამზადების პროგრამამ ლაბორატორიულ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაში  წარმატებით გაიარა განხორციელების უფლების მოპოვების პროცესი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში და მიიღო სახელმწიფოს მიერ აღიარებული აკრედიტაცია. სულ პრგრამაზე ჩაირიცხა 250 მსმენელი, საიდანაც თსუ-ს ბაზაზე გადამზადდა 100, ხოლო რეგიონების მასშტაბით 150 მსმენელი.  

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი ხორციელდება ეროვნული კონსორციუმის მიერ: ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (კოორდინატორი),  სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის  ეროვნული ცენტრი, სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია, საქართველოს ბიოტექნოლოგიის ასოციაცია. პროექტის საერთაშორისო პარტნიორები არიან: მილანის და ტერამოს უნივერსიტეტები (იტალია). პროექტი წარმოადგენს ევროკავშირის სექტორული რეფორმის განმახორციელებელი პროგრამის „დასაქმების ბაზრის საჭიროებების შესაბამისი უნარების განვითარების მხარდაჭერა/უნარები სამუშაოსთვის, მე-2 ფაზა“  ნაწილს, რომლის  მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის მდგრად განვითარებას ადამიანური რესურსების გაძლიერებისა და  პროფესიული უნარების განვითარების გზით.  

საკონტაქტო პირი:  ნინო ინასარიძე, პროექტის კოორდინატორი.

ელ ფოსტა: nino.inasaridze@tsu.ge

                     

იხილეთ კონფერენციის პროგრამა.                                                                 

მსგავსი ღონისძიებები